„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016376
33
09/12/2016
ვებგვერდი, 12/12/2016
010250020.35.122.016376
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №60 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016325. 29/09/2015.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს

შემდეგნაირად:

„9. აღრიცხვის უწყისი უნდა ინახებოდეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრში“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ“ ჩაიწეროს სიტყვები „ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ მიერ.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური“ ჩაიწეროს სიტყვები „ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„5. ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მწვანე ნარგავებს, (საშეშე/სამასალე მერქანი) მიღება-ჩაბარების აქტით, გამგეობის შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას.“ .

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. ამ წესით გათვალისწინებულ ჭრას ახორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული“ ჩაიწეროს სიტყვები „ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“.

7. დადგენილებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 27-ე მუხლის პირველ პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის“ ჩაიწეროს სიტყვები „ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის““.

8. დადგენილებით დამტკიცებული წესის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური“ ჩაიწეროს სიტყვები „ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე