დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22/31 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016317 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.01.2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 23 806.9 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 24 977.6 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5 626.9 ათ. ლარით; ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 0.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 5 366.9 ათ. ლარი; ა.დ) სარეზერვო ფონდი 81.3 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ბ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; ბ.გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16 842.1 ათ. ლარის ოდენობით.
“. ბ.დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 437.1 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 937.1 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500.0 ათ. ლარის ოდენობით.
ბ.ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით :
“;
ბ.ვ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“.
|
მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების თანახმად: |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 ნოემბრის №923 ბრძანების „2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „კეთილმოწყობის ღონისძიებების“ „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 40,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „ოფისის ხარჯები“; |
ბ)
შევიდა ცვლილება „კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაში“ (სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება), კერძოდ: შემცირდა „სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებების“ ხარჯი 7,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების“ ხარჯი. |
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 ნოემბრის №945 ბრძანების „2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შევიდა ცვლილება „ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაში“, კერძოდ: შემცირდა „წლის საუკეთესო სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების“ ხარჯი („სხვა ხარჯები“) 0,3 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „წლის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების“ ხარჯი („სუბსიდიები“). |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 8 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები