დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ ქ.წალენჯიხის №6 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - ქალაქ წალენჯიხის №6 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 09/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – ქ. წალენჯიხის №6 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ – ქ. წალენჯიხის 6 საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიშს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული ,,ინფორმაციის თავისუფლების’’ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
სსიპ – ქ.წალენჯიხის 6 საჯარო სკოლის 2015 წლის 7 დეკემბერი №1/კ16 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა სსიპ – ქ. წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი რუდუდან არახამია.
ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 2 (ორი) განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა;
ბ) დაკმაყოფილდა 2 (ორი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სკოლას არ ჰქონია.
სსიპ – ქ. წალენჯიხის 6 საჯრო სკოლის 2016 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
| ანგარიში | რაოდენობა |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე | 2 (ორი) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებული | 0 (ნული) |
| გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული | 0 (ნული) |
| მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე | 0 (ნული) |
| მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე | 0 (ნული) |
| ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ | 0 (ნული) |
| ინფორმაცია დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ | 0 (ნული) |
სკოლის დირექტორი მაია მესხია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები