დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016302 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტიებს საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამა“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი |
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამა |
მუხლი 1.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენა, აღრიცხვა და პროგრამით მოსარგებლეებისათვის მათი აღდგენა ან აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების მიწოდება.
|
მუხლი 2.
პროგრამის განმახორციელებელი
|
პროგრამის განმახორციელებელია ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის – „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის დროებითი კომისია“ (შემდგომში – კომისია). |
მუხლი 3.
პროგრამით მოსარგებლეები |
პროგრამით მოსარგებლეები არიან:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 65 000-მდე; ბ) ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეები ან/და კანონიერი მფლობელები, რომელთა საცხოვრებელი სახლების შემოწმებით ირკვევა, რომ სახურავის ფაქტობრივი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი და ხანდაზმულობა კომისიის წევრთა უმრავლესობისათვის სარწმუნოს ხდის, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა ოჯახს დამოუკიდებლად, ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია, ხოლო დახმარების არგაწევა მნიშვნელოვნად გაზრდის ზარალის რისკებს და მასშტაბებს. გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებით პროგრამა გავრცელდეს უფრო მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე. |
მუხლი 4.
პროგრამით სარგებლობის საფუძვლები
|
პროგრამით სარგებლობისათვის სავალდებულოა:
ა) პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მოქალაქის მიერ წარმოადგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად; ბ) კომისიის დადებითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი სახლის გადახურვის ან განმცხადებლისთვის დაზიანებული სახურავის აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების გადაცემის შესახებ; გ) პროგრამით მოსარგებლე იყოს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი; დ) სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი ქულათა რაოდენობის მითითებით (პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში). |
მუხლი 5.
პროგრამის მოცულობა
|
პროგრამა ითვალისწინებს:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენასა და აღრიცხვას, აღნიშნული სახლების მესაკუთრეების ან/და კანონიერი მფლობელების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე; ბ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების ხელახალ გადახურვას ან მხოლოდ შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას – პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;
გ) გამოვლენილი და აღრიცხული საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურევების აღდგენისათვის შესაბამისი სამშენებლო მასალების გადაცემას – პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში. |
მუხლი 6.
პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესი
|
1. კომისია მოქალაქის განცხადებას განიხილავს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
2. კომისია უზრუნველყოფს დაზიანებული სახურავების ადგილზე დათვალიერებას, ფოტოგადაღებას, ადგილზე დათვალიერების შედეგების შეჯამებას შემდგომ დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის. 3. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის გადახურვის ან სამშენებლო მასალის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. 4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 5. კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში და დასტურდება კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით. ფოტომასალა, აგრეთვე ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია გახდეს დახმარების გაცემის საფუძველი, ოქმის შემადგენელი ნაწილია. 6. სახურავის აღსადგენად გადასაცემი საამშენებლო მასალების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს. 7. კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება გასაცნობად, კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გადაეცემა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რის საფუძველზეც ცხადდება შესაბამისი ტენდერი. 8. საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავების აღდგენას ან აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების მიწოდებას უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. გადასაცემი სამშენებლო მასალების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს. 9. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ოქმების შენახვა, კომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ მასალები გადაეცემა კანცელარიას, სადაც დაცული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები