საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო- ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო- ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მიღების თარიღი 05/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
05/12/2016
ვებგვერდი, 09/12/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო- ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   სამინისტროს   ტერიტორიული   ორგანო – ქალაქ   ზუგდიდის   საგანმანათლებლო   რესურსცენტრის   2016   წლის   ანგარიში

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიშს:

 რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

 კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი:

● განურჩევლად პასუხობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების, ისე ეთნიკური უმცირესობებისა და რიგითი მოქალაქეების განცხადებებს;

● რესურსცენტრში შემოვიდა 9 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ;

● საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული იქნა 9 გადაწყვეტილება;

● საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;

● რესურსცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული;

● საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა;

● 2016 წლის საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და, შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

● რესურსცენტრს არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტი, რადგან საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად ყველამ მიიღო;

●საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ქვეპუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები არ გაგვაჩნია, რადგან რესურსცენტრს ინფორმაციის დამუშავება-გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 ამასთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით (დანართი №1 თან ერთვის).

 დანართი №1

 

 

ანგარიში

 

 

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

9

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა

0

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობარე მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

9

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

2

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯვების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

რესურსცენტრის უფროსი კახაბერ ფარცვანია