საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 51601460486
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
51601460486
07/12/2016
ვებგვერდი, 09/12/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის ანგარიში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ინფორმაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის ანგარიშის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მაცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს. 2015 წლის 21 ივლისის №1/კ-438 ბრძანების საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ნინო გაბრიელაშვილი. 2016 წლის 27 მაისის №1/კ-170 ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 20 აგვისტოდან  საჯარო ინფორმაციის  გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს – მედიკო მიროტაძეს დაეკისრა ამავე სამმართველოს უფროსის მოვალეობანი.

2016 წლის საანგარიშო    პერიოდში      სამინისტროში საქართველოს         ზოგადი ადმინისტრა-ციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავიდან გამომდინარე წარმოდგენილ იქნა 554 განცხადება (საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში მოთხოვნა არ შემოსულა), მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობა შეადგენს 130, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საქართველოს განათლებისა და     მეცნიერების  სამინისტროში ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია სამინისტროს ელექტრონული პორტალის მეშვეობით (http://mes.gov.ge/ publicInfo/?page–id=13) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013         წლის   26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

წარმოდგენილი განცხადებებიდან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ რეაგირება განხორციელდა ყველა მოთხოვნაზე. დასაბუთებული უარი ეთქვა 54 განმცხადებელს (აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი            და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი). 10 განცხადებაზე მიმდინარეობს წარმოება. კოლეგიური   საჯარო დაწესებულების      მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით          დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პერსონალური მონაცემების            შეგროვებას,  დამუშავებას  და შენახვას.   სამინისტროში პერსონალური მონაცემები დაცულია, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. საქართველოს       განათლებისა და მეცნიერების        სამინისტროს            დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eflow) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებელი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ       მხოლოდ იმ  პირებს, რომლებსაც,           მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავების და შეგროვების           უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და სხვისთვის გადაცემასთან დაკავშირებული წარმოება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა   და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის,

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად), სამინისტროში ასევე განხორციელდა ადმინისტრაციული წარმოება დამატებით 145 განცხადებასთან დაკავშირებით.

2016 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

2014 წელს წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე სამინისტროს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, რომელთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამჟამად მიმდინარეობს. 2016 წელს სამინისტროს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გასაჩივრდა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, რომელთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამჟამად მიმდინარეობს.

2016 წლის განმავლობაში სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ ყოფილა.

ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სამინისტროს არ გაუწევია.

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრი                                                                                               ალექსანდრე ჯეჯელავა