დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №114 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 150 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 07/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016360 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №114 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №114 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2015. №190020020.35.123.016324) კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
/დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის/ |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 7 დეკემბრიდან.
|
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 63761,2 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის გადასახადები 18190,0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები 36005,9 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 9565,3 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები 53201,1 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15231,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 18731,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 3500,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 10.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
|
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (– 4671,7) ათასი ლარის ოდენობით. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ა. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (–1680,9) ათასი ლარის ოდენობით. ბ. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 1680,9 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 11 |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 220.0 ათასი ლარი მიიმართოს:
1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 150.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12 |
დადგინდეს, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.
|
მუხლი 13 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების შესაბამისად.
|
მუხლი 14 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25%-ს, რაც ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს 9,1%-ს.
|
მუხლი 15 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოყოფილია 45,0 ათასი ლარი.
|
მუხლი 16 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ასიგნებაში ასახული ხარჯების განაწილება მერიის სამსახურებზე განხორციელდება საერთო ასიგნების ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 17.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, შეიქმნეს სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 400,0 ათასი ლარის ოდენობით, რაც კანონით განსაზღვრულ 2%-ს არ აღემატება და შეადგენს წლიური დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 0,8%-ს, რომელსაც განკარგავს ქალაქ ქუთაისის მერი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 18 |
წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარავად და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან განისაზღვროს 90.0 ათასი ლარი, ხოლო თანხების გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 19 |
გათვალისწინებულ იქნეს ქალაქ ქუთაისში, 2004-2005 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის აღებული ვალდებულების დასაფინანსებლად (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის) 34,0 ათასი ლარი. დაფინანსება მოხდეს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სესხის მორიგების გრაფიკების მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ.
|
მუხლი 20 |
იმის გამო, რომ ქალაქში არსებული თეატრალური და მუსიკალური კოლექტივები, საჯარო სამართლისა და არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირები საკუთარი შემოსავლებით ვერ ფარავენ თავიანთ ხარჯებს, კულტურის, სპორტისა და განათლების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დაფინანსება განხორციელდეს გრანტების წესით.
|
მუხლი 21 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
|
მუხლი 22 |
ბიუჯეტით გათვალისწინებული კულტურის ღონისძიებების პროგრამაში საგამომცემლო მომსახურების შემთხვევაში („განთიადი“, „უქიმერიონი“ „მერმისი“, „მწვანეყვავილა“ და სხვა) გამოცემულ ჟურნალებზე/წიგნებზე აუცილებლად მიეთითოს „ბეჭდვა დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ“, ტირაჟის ოდენობა და მუნიციპალიტეტის ლოგო. ტირაჟის არაუმეტეს 50%-სა, უნდა გადმოეცეს მუნიციპალიტეტს, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მერიის შესაბამის სამსახურთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 23.
ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების, სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამებში დაფიქსირებული ღონისძიებების გარდა, წლის მანძილზე ახალი ღონისძიებების მხარდაჭერა განხორციელდეს მხოლოდ დარბაზის იჯარისა და გახმოვანების აპარატურის მომსახურების თანხებით.
|
მუხლი 24 |
ახალგაზრდული ღონისძიებების (პროგრამული კოდი 06 03) ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პუნქტით განსაზღვრული პროექტები შეირჩევა კონკურსის წესით და თითოეული პროექტი დაფინანსდება არაუმეტეს 2,5 (ორი ათას ხუთასი) ათასი ლარისა.
|
მუხლი 25 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კულტურის ღონისძიებების, ახალგაზრდული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებებისა და განათლებისა და ძეგლთა დაცვის ღონისძიებების პროგრამებით განსაზღვრული პუნქტების ფარგლებში სტუმრების მიღება და მათი თანმხლები პირების მასპინძლობის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული ღონისძიებისათვის გამოყოფილი ასიგნების 5%-ს.
|
მუხლი 26 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ ააიპ „ბაგა–ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანამშრომელთა /ააიპ-ის ადმინისტრაციის გარდა/ შრომის ანაზღაურების ზრდა განხორციელდება 2016 წლის 1 თებერვლიდან.
|
მუხლი 27 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ააიპ „ი.ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის“ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების (მმართველის, მისი მოადგილეებისა და მთავარი ბუღალტრის გარდა) მატება განხორციელდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
|
მუხლი 28 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ააიპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალების:
1. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის, №1, 2, 3, 4 სამუსიკო სკოლების, გ.დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის, აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის, გ.მაისურაძის სამხატვრო სკოლის პედაგოგთა ერთი თვის ანაზღაურება შედგება საბაზისო განაკვეთს (62,5 ლარი) დამატებული საათობრივი ანაზღაურება უმაღლესი სპეციალური სახელოვნებო განათლების მქონე პედაგოგებზე 17 ლარის, ხოლო საშუალო სპეციალური ტექნიკური განათლების მქონე პედაგოგებზე – 14 ლარის ოდენობით, ამასთან, გამოყენებული საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 40 კვირეულ საათს. გ.დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული განყოფილების ქორეოგრაფის და კონცერტმაისტერის (აკომპანიატორის) სახელფასო ანაზღაურება განისაზღვროს საბაზისო განაკვეთს (62,5 ლარი) დამატებული საათობრივი ანაზღაურება 25 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოყენებული საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატოს 18 კვირეულ საათს. აღნიშნული კატეგორიის პედაგოგს 18 კვირეულ საათზე მეტი დატვირთვა შეიძლება მიეცეს მხოლოდ ობიექტურ გარემოებათა გამო, გაერთიანების მმართველის ნებართვით. 2. მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა ერთი თვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს საბაზისო განაკვეთს (62,5 ლარი) დამატებული სკოლამდელი აღზრდის პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება: პედაგოგს, რომელიც ეწევა მხოლოდ პედაგოგიურ საქმიანობას – 22 ლარი და თანამშრომელს ადმინისტრაციული საქმიანობის ანაზღაურებასთან ერთად პედაგოგიური საქმიანობის შემთხვევაში – 18 ლარი. გამოყენებული საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს თვეში 18 საათს. 3. ააიპ-ის საშტატო ნუსხით დამტკიცებული ერთისა და იმავე კატეგორიების მუშაკთა შრომის ანაზღაურების გათანაბრება განხორციელდეს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან. 4. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი სახელფასო განაკვეთები, ასევე, ააიპ-ის სხვა თანამშრომელთა (ადმინისტრაციის გარდა) სახელფასო განაკვეთების მატება განხორციელდეს 2016 წლის 1-ლი მაისიდან. |
მუხლი 29 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება) დაევალოთ მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს.
|
მუხლი 30 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ სხვადასახვა პროგრამაში, სოციალური მდგომარეობის სარეიტინგო ქულების გაანგარიშება და გათვალისწინება მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სარეიტინგო ქულების სისტემის შესაბამისად.
|
მუხლი 31 |
ცნობად იქნეს მიღებული, რომ შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ საწესდებო კაპიტალი განისაზღვროს 407,0 ათასი ლარის ოდენობით ფულადი სახსრებით.
|
თავი II
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 32.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები.
|
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (ორგანიზაციული კოდი 02 00): ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 01) ა.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მიუხედავად იმისა, რომ უკანსკნელი წლების მანძილზე ქალაქში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, გრძელვადიანი საჭიროებებიდან გამომდინარე, მაინც არის მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. ქალაქის ქუჩების ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე, მიმდინარე შეკეთებით სამუშაოებს ითხოვს ბოლო წლების მანძილზე რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი. ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. ბევრი კორპუსის ეზო საკმაოდ დიდი მანძილით არის დაშორებული კეთილმოწყობილი ცენტრალური თუ მეორეხარისხოვანი გზიდან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, ტრანსპორტით თუ ფეხით, ეზომდე მისასვლელად მაინც მოუწესრიგებელი ტერიტორიის გავლით უწევთ გადაადგილება, აგრეთვე დისკომფორტს უქმნის ტრანსპორტის მოძრაობას. საჭიროა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ქალაქის სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გასაწმენდია ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები, შესაკეთებელი და სარეაბილიტაციოა ნიაღვარმიმღები ობიექტები. მოვლას საჭიროებს „მწვანეყვავილას“ პანთეონის ინფრასტრუქტურა; ა.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 15103,9 ათასი ლარი ა.გ. მოსალოდნელი შედეგები: საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა; მოდერნიზირებული და რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა; მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქალაქში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება; საცხოვრებელ სახლებამდე მოწესრიგებული და უსაფრთხო გზით მისვლა; გამართული სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა; ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა; ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირება; ა.დ. შეფასების კრიტერიუმები: რეაბილიტირებული გზების რაოდენობა; დამონტაჟებული საგზაო ნიშნების რაოდენობა; ნუმერაციით აღჭურვილი ქუჩების რაოდენობა; რეაბილიტირებული საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რაოდენობა; ბ. გზებისა და ტროტუარების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-პატრონობა (ორგანიზაციული კოდი 02 01 01) ბ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ბ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის ქუჩების ზოგიერთი ნაწილი საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე, მიმდინარე შეკეთებით სამუშაოებს ითხოვს ბოლო წლების მანძილზე რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი. ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება; ბ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 14612,9 ათასი ლარი: 1 255,6 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება გზებისა და ტროტუარების საფარის მიმდინარე (ორმოული) შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში(მათ შორის: გზებისა და ტროტუარებისა/ბეტონისა და ბეტონის საფარით მიმდინარე (ორმოული) შეკეთება1 188,0 ათასი ლარი, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე გრანიტის ფილებისა და ქვის ძელაკების შეკეთება 30,0 ათასი ლარი, 2015 წლის ვალდებულება გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე გრანიტის ფილებისა და ქვის ძელაკების შეკეთება 6,4 ათასი ლარი, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაწნეხილი ფილების შეკეთება 27,1 ათასი ლარი, 2015 წლის ვალდებულება გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაწნეხილი ფილების შეკეთება 4,1 ათასი ლარი); 13 357,3 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება (მათ შორის: ქალაქ ქუთაისში ნიკეას ქუჩის კაპიტალური სამუშაოების თანადაფინანსება 1 435,00 ათასი ლარი, ქალაქ ქუთაისში გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება 302,0 ათასი ლარი; 2015 წლის ვალდებულება – ქალაქ ქუთაისში საავტომობილო გზების შეკეთება 227,0 ათასი ლარი; 2013 წლის ვალდებულება – გზების კაპიტალური შეკეთება 04.04.2013 წლის №311 განკარგულებით 261,7 ათასი ლარი; 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით გზების კაპიტალური შეკეთება 1 302,0 ათასი ლარი; 2016 წლის 11 მაისის №803 (ცვლილება – №175 განკარგულება 02.04.2016) განკარგულება გზის საფარის კაპიტალური შეკეთება 9 808,3 ათასი ლარი (მათ შორის: ქალაქ ქუთაისში, „ავტოქარხნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 2 ობიექტის (ანტონ ფურცელაძის ქუჩა, მუსხელიშვილის ქუჩის მე-2 ჩიხი) გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 596,9 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ავტოქარხნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 3 ობიექტის (ცახელის ქუჩა, ჩხობაძის ქუჩის პირველი შესახვევის დარჩენილი ნაწილი, კ. მესხის ქუჩის პირველი შესახვევი) გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 402,3 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ავტოქარხნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ზ. ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისი ბენზინგასამართი სადგურიდან საბავშვო ბაღამდე და 24-ე სკოლიდან ზ. ჭავჭავაძის ქუჩამდე გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 94,3 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ვაკისუბნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 2 ობიექტის (დადიანის ქუჩის ზედა ნაწილი, დადიანის ქუჩის ქვედა ნაწილი) გზის ბეტონის ფილებით მოწყობის სამუშაოები – 674,3 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ვაკისუბნის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 3 ობიექტის (ხუნდაძის ქუჩა №50, 52, 54 ბინებთან გამავალი გზა, გამსახურდიას ქუჩის №7 სახლის შესასვლელი, კ. გამსახურდიას ქუჩა ჭავჭავაძის გამზირიდან ოცხელის ქუჩამდე). გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 763,4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „კახიანოურის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 6 ობიექტის (კუპრაძის ქუჩის პირველი შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-3 შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-5 შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-7 შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-9 შესახვევი, ნეკრასოვის ქუჩა კუპრაძის ქუჩის მე-9 შესახვევიდან) გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 425,8 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „კახიანოურის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 7 ობიექტის (კუპრაძის ქუჩის მე-2 შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-4 შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-6 შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-8 შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-10 შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-12 შესახვევი, კუპრაძის ქუჩის მე-14 შესახვევი) გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 579,0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „საფიჩხიის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 3 ობიექტის (ევდოშვილის ქუჩის მე-4 შესახვევი, სოლომონ პირველის ქუჩის მე-4 შესახვევი, სოლომონ პირველის ქუჩის მე-6 შესახვევი) გზის ბეტონის ფილებით მოწყობის სამუშაოები – 202,4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „საფიჩხიის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 5 ობიექტის (სოლომონ მეორეს ქუჩის მე-2 ჩიხი, სოლომონ პირველის ქუჩის გაგრძელება, მიზანდარის ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩის მე-6 შესახვევი, კლდიაშვილის ქუჩის მე-8 შესახვევი) გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშოები – 659,5 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „უქიმერიონის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 5 ობიექტის (ლესელიძის ქუჩის პირველი ჩიხი, ყაზბეგის ქუჩის პირველი ჩიხი, ყაზბეგის ქუჩის მე-3 ჩიხი, ყაზბეგის ქუჩის მე-5 ჩიხი, რუას ქუჩის პირველი ჩიხი) გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 650,2 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „უქიმერიონის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 5 ობიექტის (ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის მე-2 შესახვევი, პეტრე იბერის ქუჩის პირველი ჩიხი, ვ. ბარნოვის ქუჩის მე-2 შესახვევი, რუსთაველის გამზირის მე-8 ჩიხი, ლესელიძის ქუჩის მე-5 შესახვევი) გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 340,9 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „უქიმერიონის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 4 ობიექტის (თავისუფლების ქუჩის მე-2 ჩიხი, ასლანიკაშვილის ქუჩის მე-2 ჩიხი, გველესიანის ქუჩის გაგრძელება, გველესიანის ქუჩის პირველი შესახვევი) გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები – 197,8 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, 4 ქუჩის (ნ. ნეკრასოვის ქუჩის ლუწი ნომრების წინ, ასლანიკაშვილის ქუჩის მე-2 ჩიხი, ყაუხჩიშვილის ქუჩის პირველი ჩიხი, ე. ნინოშვილის ქუჩის მე-3 ჩიხი) გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 191, 0 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „უქიმერიონის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ცაცხვების ქუჩის მე-2 შესახვევის გზის ბეტონის ფილებით მოწყობა – 99,7 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ქალაქ-მუზეუმის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 5 ობიექტის (პუშკინის ქუჩის მე-2 ჩიხი, ვარლამიშვილის ქუჩის ნაწილი, გელათის ქუჩის ნაწილი, ფალიაშვილის ქუჩის ნაწილი, ბროსეს ქუჩის ნაწილი) გზის გრანიტის ფილებით, ტროტუარების, ბორდიურების, შშმ პირებისათვის პანდუსებისა და ღვარსადენის მოწყობა – 1 009,8 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ქალაქ-მუზეუმის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 5 ობიექტის (უზნაძის ქუჩის პირველი ჩიხი, გ. ტაბიძის ქუჩის მე-6 ჩიხი, გ. ტაბიძის ქუჩის მე-4 ჩიხი, ჩეჩელაშვილის ქუჩის პირველი შესახვევი, ჩეჩელაშვილის ქუჩის მე-3 შესახვევი) გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა – 194,7 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, სამი ქუჩის (გ. ტაბიძის ქუჩის მე-4 ჩიხის, წერეთლის ქუჩის მე-4 შესახვევის, ჭავჭავაძის გამზირზე „მაკდონალდსის“ ირგვლივ მდებარე ტერიტორია) გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა – 355,6 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ქალაქ-მუზეუმის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 4 ობიექტის (მიხეილ ლომონოსოვის ქუჩის პირველი ჩიხი, მიხეილ ლომონოსოვის ქუჩის მე-3 ჩიხი, ფელიქს ვარლამიშვილის ქუჩის მე-7 ჩიხი, ლორთქიფანიძის ქუჩის პირველი ჩიხი) გზის დაწნეხილი ფილებით მოწყობა – 94,1 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ძელქვიანის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 8 ობიექტის (ნინოშვილის ქუჩის მე-14 შესახვევი, ნინოშვილის ქუჩის მე-17 ჩიხი, ნინოშვილის ქუჩის მე-19 ჩიხი, ბერძენაძის ქუჩის პირველი შესახვევი, ბერძენაძის ქუჩის მე-3 შესახვევი, მესხიშვილის ქუჩის მე-3 შესახვევი, ამაშუკელის ქუჩა, ლ. ასათიანის ქუჩის მე-7 ჩიხი) გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა – 693,4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, „ძელქვიანის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 3 ობიექტის (ს. მესხის ქუჩის მე-4 ჩიხი, ს. მესხის ქუჩის მე-2 ჩიხი, ინგოროყვას ქუჩის მე-2 შესახვევი), გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 183,1 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, 6 ქუჩის (ჟიული შარტავას ქუჩის მე-3 შესახვევი, ჟიული შარტავას ქუჩის პირველი შესახვევი, სოლომონ მეორეს ქუჩისა და წმინდა სამების ქუჩის დამაკავშირებელი გზა, დ. ნიჟარაძის ქუჩის პირველი შესახვევი, რუსთაველის გამზირის მე-6 ჩიხი, ბორის გაპონოვის ქუჩის მე-2 შესახვევი) გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 353,4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, 7 ქუჩის (უზნაძის ქუჩის პირველი ჩიხი, ნინოშვილის ქუჩის მე-3 შესახვევი, ნინოშვილის ქუჩის მე-5 შესახვევი, ფარნავაზ მეფის ქუჩის მე-3 შესახვევი, ფარნავაზ მეფის ქუჩის მე-6 შესახვევი, ნინოშვილის ქუჩის პირველი შესახვევი, სოხუმის ქუჩის მე-2 შესახვევი) გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა – 382,4 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, 7 ქუჩის (მესხიშვილის ქუჩის მე-4 შესახვევი, რუსთაველის გამზირის პირველი ჩიხი, ნიკოლაძის ქუჩის პირველი შესახვევი, ნიკოლაძის ქუჩის მე-3 შესახვევი, დ. თავდადებულის ქუჩის პირველი შესახვევი, კლდიაშვილის ქუჩის პირველი შესახვევი, თავისუფლების ქუჩის მე-6 ჩიხი) გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 331,1 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, 3 ქუჩის (ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე კოტეჯების ტერიტორია, ნინოშვილის ქუჩის მე-5 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის ბოლო მონაკვეთი) გზის ბეტონის საფარით მოწყობა – 268,5 ათასი ლარი; ქალაქ ქუთაისში, 4 ქუჩის (ბალანჩივაძის ქუჩის მე-2 ჩიხი, ხახანაშვილის ქუჩის მე-2 ჩიხი, ყაუხჩიშვილის ქუჩის მე-3 ჩიხი, ტ. ტაბიძის ქუჩის დარჩენილი ნაწილი) გზის საფარის ბეტონის ფილებით მოწყობა – 64,7 ათასი ლარი;); 2014 წლის ვალდებულება – ხიდების აღდგენა - რეკონსტრუქცია 21,3 ათასი ლარი); გ. ცენტრალური გზებიდან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა (ორგანიზაციული კოდი 02 01 02) გ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; გ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები აქტიურად მონაწილეობენ საცხოვრებელი სახლების კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის თანადაფინანსების პროგრამაში და თავიანთი ძალებით წვლილი შეაქვთ ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაში. ბევრი კორპუსის ეზო საკმაოდ დიდი მანძილით არის დაშორებული ცენტრალური თუ მეორეხარისხოვანი გზიდან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, ტრანსპორტით თუ ფეხით, ეზომდე მისასვლელად მაინც მოუწესრიგებელი ტერიტორიის გავლით უწევთ გადაადგილება. აგრეთვე, დისკომფორტს უქმნის სამედიცინო სასწრაფო დახმარებისა თუ სხვა მომსახურებისთვის გამოძახებული ტრანსპორტის მოძრაობას. გარდა აღნიშნულისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს არა აქვთ ეკონომიური საშუალება იმისა, რომ ეზოს რეაბილიტაციის გარდა, თანადაფინანსებით თუ სხვა სახით, მოახდინონ ეზოებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა. აქედან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის, რომლებმაც თანადაფინანსებით თუ თავისი ძალებით შეძლეს ეზოების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მათ ეზოებამდე მისასვლელ გზებს; ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები განისაზღვრება კეთილმოწყობილი ეზოების შესაბამისად; გ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 977,6 ათასი ლარი: საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა – 972,6 ათასი ლარი (მათ შორის 592,6 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2016 წლის №175 განკარგულებით, 380,0 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან), საწვავის ხარჯი – 5,0 ათასი ლარი; დ. საკანალიზაციო სისტემების, ღვარსადენების, წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (ორგანიზაციული კოდი 02 01 03) დ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; დ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გასაწმენდია ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები და ბუნებრივი სასულეები, შესაკეთებელია ნიაღვარმიმღები ჭები, საჭიროა ნიაღვარმიმღები ობიექტების რეაბილიტაცია ქუჩებზე, რომლებზეც მიმდინარეობს გზის კაპიტალური სამუშაოები, საჭიროების შემთხვევაში უნდა შეკეთდეს საკანალიზაციო სისტემები; დ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 308,4 ათასი ლარი: 30,0 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება ბუნებრივი სასულეების (13 ობიექტი) ექსპლუატაცია; 57,1 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება ღვარსადენის ქსელის მოწყობის კაპიტალური სამუშაოები; 2016 წლის 11 მაისის №803 (ცვლილება №175 02.04.2016) განკარგულება – 215,00 ათასი ლარი (მათ შორის, დადიანის ქუჩის ღვარსადენის მოწყობა – 142,2 ათასი ლარი. ქ. ქუთაისში განჯის ქუჩის ღვარსადენის მოწყობა – 72,8 ათასი ლარი); 2016 წლის 11 მაისის №803 (ცვლილება №175 02.04.2016) განკარგულების თანადაფინანსება (ადგილობრივი ბიუჯეტი) – 6,3 ათასი ლარი; ე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 დეკემბრის №2616 განკარგულების საფუძველზე „სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება“ (ორგანიზაციუილი კოდი 02 01 05) ე.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ე.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2015 წლის ნოემბრის თვეში (12 – 14) წვიმის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლებისა და საავტომობილო გზების რეაბილიტაცია; ე.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 640,0 ათასი ლარი: 120,3 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება დაზიანებული საყრდენი კედლების აღდგენა, 519,7 ათასი ლარის ფარგლებში კი, დაზიანებული საავტომობილო გზების აღდგენა; ე.დ. მოსალოდნელი შედეგი: დაზიანებული საყრდენი კედლების რეაბილიტაცია. დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაცია; ე.ე. შეფასების კრიტერიუმები: რეაბილიტირებული საყრდენი კედლების რაოდენობა რეაბილიტირებული საავტომობილო გზების რაოდენობა; ვ. პროგრამა „კორპუსი“ (ორგანიზაციული კოდი 02 02) ვ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; ვ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობასა და განვითარებას. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავი მთლიანად აზიანებს ჭერს და მაღალ სართულებზე განთავსებულ ბინებს. სადარბაზოების დაცულობისა და განათების კუთხით, აუცილებელია შესაბამისი სამუშაოების ჩატარება. დაზიანებული წყალ-კანალიზაციის ქსელებიდან სარდაფებში ჩადინებული წყალი და ფეკალური მასები აზიანებენ კორპუსების საძირკვლებს და ქმნიან ანტისანიტარიას. დაზიანებული წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების გამო, ნალექით სველდება მთლიანი ფასადები, რაც იწვევს ნალესის ჩამოშლას და სახლები ავარიული ხდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის მოწესრიგების შემდეგ, კომფორტული დასვენებისა და ბავშვების გართობისათვის აუცილებელია ძელსკამებისა და საბავშვო ატრაქციონების განთავსება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის ეზოებში; ვ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3851,1 ათასი ლარი: თანადაფინანსების წესის შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის გადასახური მასალის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის – 217,1 ათასი ლარი (მათ შორის 7,6 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოსადგენი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო გარანტიის მომსახურების საკომისიო); სადარბაზოების შესასვლელებში რკინის, საკეტიანი კარებების მონტაჟი. სურვილის შემთხვევაში, აუცილებლობის დროს პანდუსების მოწყობა, სადარბაზოს კარებამდე მისასვლელი კიბეების რეაბილიტაცია, შესასვლელის გადახურვის კონსტრუქციის და ბაქანის რეაბილიტაცია, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, სენსორული განათებების მოწყობა და სადარბაზოებში არსებული წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია – 200.3 ათასი ლარი (მათ შორის 41,4 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან). დაზიანებული წყალ-კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია – 222,3 ათასი ლარი (მათ შორის 22,3 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან); წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია – 25,0 ათასი ლარი (მათ შორის 5,0 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან); ატრაქციონების, ძელსკამების, მცირე მოცულობის სანაგვე ურნების შეძენა-მონტაჟი, დასასვენებელი ფანჩატურის მოწყობა ძელსკამებითა და მაგიდით და მარტივი ტიპის სტაციონარული ტურნიკეტის შეძენა - მონტაჟი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის – 50,3 ათასი ლარი (მათ შორის 20,2 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან, მათ შორის 0,2 ათასი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი თანხებიდან 2015 წლის ვალდებულებების დასაფინანსებლად); მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა – 2634.1 ათასი ლარი (მათ შორის 2327,5 თასი ლარი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებით, 306.6 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან); მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია – 495.0 ათასი ლარი (მათ შორის რგფ – 427,5 ათასი ლარი; ადგილობრივი – 22,5 ათასი ლარი, ამხანაგობების – 45,0 ათასი ლარი), საწვავის ხარჯი – 7,0 ათასი ლარი. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები დამოკიდებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აქტიურობაზე, მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ თანადაფინანსების პროგრამებში; ვ.დ. მოსალოდნელი შედეგები: კორპუსების საექსპლუატაციო ვადის გაზრდა; მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა; კორპუსების ენერგოეფექტურობის ზრდა; კორპუსების ეზოებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; ვ.ე. შეფასების კრიტერიუმები: ექსპლუატაციაგაზრდილი კორპუსების რაოდენობა; მოწესრიგებულ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა; ენერგოეფექტური კორპუსების რაოდენობა; კეთილმოწყობილი ეზოების რაოდენობა; ზ. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 03) ზ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; ზ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დაზიანებული სახურავის მქონე ინდივიდუალურ სახლებში, რის გამოც ცხოვრება გაუსაძლისია. განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ ისეთ ოჯახებს, რომელთა სოციალური სტატუსის დამადასტურებელი სარეიტინგო ქულა 57000 და ნაკლებია. მწირი შემოსავლების გამო, მათ ფაქტობრივად არ აქვთ საშუალება მცირედით მაინც გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო. მათ რიგებში მრავლად არიან მარტოხელა მოხუცი პენსიონერები, რომლებიც აღნიშნული კუთხით საჭიროებენ აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას; ზ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 285,0 ათასი ლარი: მოქალაქეები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველნი (არაუმეტეს 57000 ქულა) და მათი საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანებულია, ითხოვენ სახლების გადახურვაში დახმარების გაწევას. წლის განმავლობაში, სპეციალური კომისიის მიერ მოხდება შემოსული განცხადებების ადგილზე შესწავლა და სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, იმ მისამართებზე მცხოვრებ მოქალაქეთა შერჩევა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები განისაზღვრება სპეციალური კომისიის მიერ. საცხოვრებელი სახლების გადახურვისათვის გათვალისწინებულია 280,0 ათასი ლარი, საწვავის ხარჯისათვის 5,0 ათასი ლარი; ზ.დ. მოსალოდნელი შედეგი: საცხოვრებელი სახლების საექსპლუატაციო ვადის გაზრდა; მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა; ზ.ე. შეფასების კრიტერიუმები: ექსპლუატაციაგაზრდილი საცხოვრებელი სახლების რაოდენობა; რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა; ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლების რაოდენობა; თ. საახალწლოდ ქალაქის გაფორმების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 04) თ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; თ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო-სადღესასწაულო განწყობილების შექმნის მიზნით, საჭიროა ქალაქის ქუჩების მორთვა სხვადასხვა სადღესასწაულო ინფრასტრუქტურით. აქედან გამომდინარე, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ბაღები და სკვერები საახალწლოდ მოირთვება სხვადასხვა მანათობლებითა და ციმციმებით. ქალაქში განხორციელდება საახალწლო აქსესუარების მონტაჟი-დემონტაჟი, შენახვა-დასაწყობება, განახლება და სხვა ღონისძიებები; თ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 149,9 ათასი ლარი: 125,0 ათასი ლარის ფარგლებში განხორციელდება საახალწლო აქსესუარების მონტაჟი-დემონტაჟი, შენახვა-დასაწყობება და განახლება; 2015 წლის ვალდებულება საახალწლო აქსესუარების მონტაჟი-დემონტაჟი და შენახვა-დასაწყობების ხარჯები 24,9 ათასი ლარი; თ.დ. მოსალოდნელი შედეგი: მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმებული ქალაქი; თ.ე. შეფასების კრიტერიუმები: განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა; ი. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამა (02 05) ი.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; ი.ბ. პროგრამის/ქვეპროგარმის აღწერა: პირველ რიგში, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ქალაქში არსებული შესაკეთებელი ობიექტების აღრიცხვა-დაპროექტება, პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების ხარისხიანი და განსაზღვრულ დროში წარმოდგენა. შესაბამისი სამსახურიდან საპროექტო დავალებებისა და საპროექტო სიმძლავრეების მიწოდების უზრუნველყოფა; საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება; ი.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 242.0 ათასი ლარი: 151,6 ათასი ლარი განსაზღვრულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის (მათ შორის: შენობები, ქუჩები, გარეგანათება, ბაღები, სკვერები, შადრევნები, ფასადები, სახურავები და გარე კეთილმოწყობის სხვადასხვა ობიექტები); 49,6 ათასი ლარი განკუთვნილია 2015 წლის ვალდებულებით გადმოსული საპროექტო დოკუმენტაციისათვის; 40,8 ათასი ლარი – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ქალაქში არსებული შესაკეთებელი ობიექტების აღრიცხვა-დაპროექტება, პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების ხარისხიანი და განსაზღვრულ დროში წარმოდგენა; ი.დ. მოსალოდნელი შედეგი: გამართული სატენდერო პირობების შექმნის უზრუველყოფა; ი.ე. შეფასების კრიტერიუმები: შექმნილი პროექტების რაოდენობა; კ. ქალაქის იერსახის მოწესრიგების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 02 06) კ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია ქალაქის განათება, არსებული ქსელის, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის აპარატების ექსპლუატაცია, რეაბილიტაცია, ახლის მოწყობა. ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად და მოსახლეობისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭიროა არსებული შადრევნების ექსპლუატაცია, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა დანგრეული, მწყობრიდან გამოსული ქუჩისპირა საყრდენი კედლების აღდგენა პირვანდელი სახით. ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდისათვის აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვებისათვის საჭიროა კომფორტული გასართობი და დასასვენებელი ადგილების შექმნა. ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით არსებობს ისეთი სხვადასხვა სახის ლოკალური პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელია და ასახვაც ვერ ჰპოვა ბიუჯეტში, თითოეული პრობლემა კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულისათვის არის დამახასიათებელი, მასშტაბურად მცირეა და ამიტომ ცალკეული პრობლემის გადასაჭრელად პროგრამის შექმნა ბიუჯეტში მიზანშეუწონელია. ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობები დაზიანებულია და მისი ფასადები საჭიროებს შეკეთება-რეაბილიტაციას. ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ობიექტებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გადაადგილებისათვის საჭიროა პანდუსების მოწყობა და სხვა ღონისძიებები; კ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 6160,3 ათასი ლარი კ.გ. მოსალოდნელი შედეგები: განათებული ქალაქი; ქალაქის იერსახის გაუმჯობესება; ტურისტებისათვის კომფორტული და მიმზიდველი გარემოს შექმნა; ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის კომფორტული და გასართობი ადგილების რაოდენობის ზრდა, მათი კომფორტულად დასვენებისა და გართობისათვის; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არსებული სხვადასხვა სახის ლოკალური პრობლემების მოგვარებით მოსახლეობის კომფორტული გარემოს შექმნა; შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების უზრუნველყოფა; კ.დ. შეფასების კრიტერიუმები: ექსპლუატირებული და რეაბილიტირებული სანათი წერტილების, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის აპარატების რაოდენობა; ექსპლუატირებული შადრევნების რაოდენობა; რეაბილიტირებული საყრდენი კედლების რაოდენობა; ტურისტთა რაოდენობა; მოწყობილი დასასვენებელი და გასართობი ადგილების რაოდენობა; თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სხვადასხვა სახის პრობლემის დადებითად გადაწყვეტის რაოდენობა; შეღებილი ფასადის მქონე მრავალბინიანი სახლებისა და მოწყობილი პანდუსების რაოდენობა; ლ. გარე განათების, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია (ორგანიზაციული კოდი 02 06 01) ლ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ლ.ბ. პროგრამის/ ქვეპროგრამის აღწერა: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად მოძრაობისათვის, აუცილებელია ქალაქში არსებული განათების სისტემების და არსებული ქსელის, შუქნიშნებისა და ვიდეოკონტროლის აპარატების ექსპლუატაცია-რეაბილიტაცია. განხორციელდება გარეგანათების ქსელის ექსპლუატაცია (კერძოდ, ექსპლუატაცია გაეწევა 13635 სანათ წერტილს ქალაქის 789 ობიექტზე. ქუჩებზე, ჩიხებში, შესახვევებში, სახლებთან მისასვლელ გზებზე, აგრეთვე, შუქნიშნებისა და დამონტაჟებული ვიდეოკონტროლის აპარატების მოვლა-პატრონობა). ასევე, მოეწყობა ახალი სანათი წერტილები, შუქნიშნები და ვიდეოკონტროლის აპარატები; ლ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 4088,0 ათასი ლარი: 1 368,0 ათასი ლარი გარე განათების ქსელის, შუქნიშნების და დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ექსპლუატაცია; 2 270,0 ათასი ლარი გარე განათების, შუქნიშნების და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯი; 450,0 ათასი ლარი გარე განათების, შუქნიშნების და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების კაპიტალური სამუშაობი; მ. შადრევნების ექსპლუატაცია (ორგანიზაციული კოდი 02 06 02) მ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; მ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად და მოსახლეობისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭიროა არსებული შადრევნების ექსპლუატაცია, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდება შადრევნების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია (ცენტრალურ ბაღში მდებარე 2 შადრევანი, ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი, ნინოშვილის ბაღში მდებარე შადრევანი, პარლამენტის შენობასთან მდებარე წყალსაცავი, ხარაზოვის ბაღში მდებარე შადრევანი, პირველ სკოლასთან მდებარე შადრევანი, თამარ მეფის ქუჩის №95-თან მდებარე შადრევანი, კიკვიძის სკვერში მდებარე შადრევანი, ნიკოლაძის სკვერში მდებარე შადრევანი, ზვიად გამსახურდიას ქუჩის №28-სთან მდებარე შადრევანი და სასმელი ნიჟარები); მ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 359,0 ათასი ლარი: 109,3 ათასი ლარი შადრევნების ექსპლუატაცია; 156,0 ათასი ლარი შადრევნების მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯი; 92,0 ათასი ლარი შადრევნებისა და წყლის ნიჟარების მიერ გახარჯული წყლის ხარჯი; შადრევნების კაპიტალური სამუშაოები 1,7 ათსი ლარი; ნ. ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლების მშენებლობა (ორგანიზაციული კოდი 02 06 03) ნ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ნ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საჭიროა დანგრეული, მწყობრიდან გამოსული ქუჩისპირა საყრდენი კედლების აღდგენა პირვანდელი სახით, იგივე ზომებში, თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენებით; ნ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 158,0 ათასი ლარი: 126,7 ათასი ლარი დაზიანებული და დანგრეული საყრდენი კედლების კაპიტალური შეკეთება. 2015 წლის ვალდებულება ქუჩების დამცავი კედლების შეკეთებისა და კაპიტალური მშენებლობის სამუშაოები 31,3 ათასი ლარი; ო. ქალაქ ქუთაისში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (ორგანიზაციული კოდი 02 06 04) ო.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური; ო.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდისათვის აუცილებელია მუდმივი ზრუნვა გარე იერსახის გაუმჯობესებაზე, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც უფრო კომფორტულს გახდის ტურისტის მოგზაურობას და სტიმულს მისცემს მას მომავალშიც ეწვიოს ქალაქს. შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა პროექტები როგორც არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის, ასევე მცირე ტურისტული ატრაქციების შექმნისათვის. პროგრამის განხორციელების პროცესში, მუნიციპალიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პროექტების განხორციელების პროცესში მხარდაჭერის მიღებისათვის; ო.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 534,3 ათასი ლარი, ხარჯთაღრიცხვა: 25,0 ათასი ლარი – ახალი ტურისტული ატრაქციების შექმნა; 250,0 ათასი ლარი – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის კეთილმოწყობა. 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულება „უქიმერიონის“ ტერიტორიაზე ტურისტულად აქტიურ ზონაში კიბეების რეაბილიტაცია – 240,0 ათასი ლარი; 2016 წლის 11 მაისის №803 (ცვლილება №175 04.02.2016) განკარგულების თანადაფინანსება (ადგილობრივი ბიუჯეტი) – 19,3 ათასი ლარი; პ. საბავშვო ატრაქციონებისა და ძელსკამების შეძენა-მონტაჟი და ექსპლუატაცია (ორგანიზაციული კოდი 02 06 05) პ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; პ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში, სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვებისათვის კომფორტული გასართობი და დასასვენებელი ადგილების შექმნა ჯანსაღი მომავალი თაობისათვის. აგრეთვე, ზრდასრული ადამიანებისათვის ჯანსაღ გარემოში კომფორტული დასასვენებელი ადგილების შექმნა; პ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 132,8 ათასი ლარი: ქალაქ ქუთაისში, სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვებისათვის კომფორტული გასართობი და დასასვენებელი ადგილების შექმნისათვის ქალაქის მასშტაბით მოეწყობა საბავშვო-გასართობი ატრაქციონები. აგრეთვე, კომფორტული დასასვენებელი ადგილების შექმნისათვის განხორციელდება საბაღე ძელსკამების შეძენა-მონტაჟი – 62,8 ათასი ლარი (მათ შორის: 22,8 ათასი ლარი 2015 წლის ვალდებულების დასაფარად), საბავშვო-გასართობი ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი – 60,0 ათასი ლარი, ექპსლუატაციისათვის – 10,0 ათასი ლარი. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა თუ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მომართვების საფუძველზე; ჟ. მრავალსართულიანი სახლების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა (ორგანიზაციული კოდი 02 06 06) ჟ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ჟ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობები დაზიანებულია და მისი ფასადები საჭიროებს შეკეთება-რეაბილიტაციას. ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ობიექტებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გადაადგილებისათვის საჭიროა პანდუსების მოწყობა; ჟ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 785,3 ათასი ლარი: 25,0 ათასი ლარი ქალაქის ტერიტორიაზე ობიექტებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გადაადგილებისათვის პანდუსების მოწყობა; ქალაქ ქუთაისში მრავალსართულიანი სახლების დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების რეაბილიტაცია 12,7 ათასი ლარი; 2015 წლის ვალდებულება 20 იანვრის №39 განკარგულება მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია 266,6 ათასი ლარი; 2016 წლის 11 მაისის №803 (ცვლილება №175 04.02.2016) განკარგულება ქ. ქუთაისში ფასადების რეაბილიტაცია – 461,0 ათასი ლარი; 2016 წლის 11 მაისის №803 (ცვლილება №175 04.02.2016) განკარგულება ქ. ქუთაისში ფასადების რეაბილიტაციის თანადაფინანსება (ადგილობრივი ბიუჯეტი) – 20,0 ათასი ლარი; რ. ქალაქ ქუთაისში მემორიალური დაფების მოწყობა და პანთეონის მოვლა (ორგანიზაციული კოდი 02 06 12) რ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; რ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად საჭიროა გამოჩენილი პიროვნებების ქანდაკებებისა და მემორიალური დაფების დადგმა; რ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 35,0 ათასი ლარი: 15,0 ათასი ლარი გამოჩენილი პიროვნებების მემორიალური დაფებისა და ბარელიეფების მოწყობა, 15,0 ათასი ლარი „მწვანეყვავილას“ პანთეონის მოვლა-პატრონობისა და კაპიტალური სამუშაოების ხარჯები (მათ შორის: 5,0 ათასი ლარი პანთეონის მოვლა-პატრონობა; 15,0 პანთეონში შესასრულებელი კაპიტალური სამუშაოები); ს. ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით თავისუფალი ინიციატივების განხორციელება (ორგანიზაციული კოდი 02 06 07) ს.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; ს.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით არსებობს ისეთი სხვადასხვა სახის ლოკალური პრობლემები, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელია და ასახვაც ვერ ჰპოვა ბიუჯეტში. თითოეული პრობლემა კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულისათვის არის დამახასიათებელი, მასშტაბურად მცირეა და ამიტომ ცალკეული პრობლემის გადასაჭრელად პროგრამის შექმნა ბიუჯეტში გასათვალისწინებლად მიზანშეუწონელია. ქვეპროგრამის მიზანია: ქალაქის მასშტაბით, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით არსებული პრობლემების მოგვარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. წლების განმავლობაში მოუგვარებელი სხვადასხვა პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა, მოქალაქეებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მომართვების საფუძველზე; ს.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 67,9 ათასი ლარი: 50,0 ათასი ლარი – 2016 წელი, 17,9 ათასი ლარი 2015 წლის შეუსრულებელი ვალდებულებებიდან; ტ. წინა პერიოდში განხორციელებული წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საბოლოო ანგარიშსწორება (ორგანიზაციული კოდი 02 07) ტ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; ტ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: უკანასკნელი წლების მანძილზე ქალაქში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს უპრეცედენტო მოცულობის კაპიტალური სამუშაოები. კაპიტალურ პროექტებზე სახსრების ეფექტურად და ყაირათიანად ხარჯვის მიზნით, უმაღლესი ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად შემსრულებელს შესრულებული სამუშაოების 2.5% უნაზღაურდება საბოლოო ჩაბარებიდან საგარანტიო ვადის (ორი წელი) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის, ან სპეციალური კომისიის მიერ გამოვლენილი იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან გარკვეული უხარისხობა, შემსრულებელ ორგანიზაციას თანხა არ უნაზღაურდება ნაკლოვანების აღმოფხვრამდე; ტ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 128,9 ათასი ლარი ტ.დ. მოსალოდნელი შედეგები: ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი აღმოფხვრისათვის საჭირო არ გახდება დამატებითი სახსრების მობილიზება; ტ.ე. შეფასების კრიტერიუმები: მაღალი ხარისხის სტანდარტით განხორციელებული პროექტების რაოდენობა; 2. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი 03 00): ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის 2016 წელს განსახორციელებელი პროექტები მიზნად ისახავს სტრატეგიული დოკუმენტების მომზადებას, რომლებიც თავის მხრივ, გახდება ქალაქის მდგრადი განვითარების საფუძველი. კერძოდ, გათვალისწინებულია ქალაქის საშუალოვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მომზადება, გენერალური განვითარების გეგმის ცალკეული კომპონენტების მომზადება, ეკონომიკისა და ბიზნესის, მათ შორის, ტურიზმის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელება. ა. თვითმმართველობის ქონების რეგისტრაციის, დაცვისა და ბალანსზე აყვანის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 03 01) ა.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური; ა.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შედეგად მუნიციპალიტეტის მიმართ წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვის თანამედროვე ელქტრონული სისტემის შექმნა-დანერგვა; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი და საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება, აგრეთვე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებას, საექსპერტო კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის ან აქტის შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას; ა.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 26,0 ათასი ლარი: უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაცია; ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 7 000 ლარი; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საექსპერტო მომსახურების ჩატარება და საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობის ქირის განსაზღვრა. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 10 000 ლარი; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შედეგად მუნიციპალიტეტის მიმართ წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვის ელქტრონული პროგრამის შექმნა-დანერგვა; ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 9 000 ლარი; ა.დ. მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესდება მუნიციპალური ქონების დაცვის, განკარგვისა და მართვის ხარისხი. ასევე, მოხდება დამატებითი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაცია; ა.ე. შეფასების კრიტერიუმი: შემოსავალი მუნიციპალური ქონების განკარგვიდან; ბ. ტურიზმის განვითარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 03 03) ბ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური; ბ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები ქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ქალაქში დამატებითი ტურისტების მოზიდვისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. კერძოდ, განმახორციელებელი, ქალაქ ქუთაისის მერია მოამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა საინფორმაციო მასალას, რომელიც გავრცელდება მიზნობრივ აუდიტორიაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებზე და, ასევე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით. წლის მანძილზე ჩატარდება მრავალფეროვანი ღონისძიებები და ფესტივალები, რომლებიც ორიენტირებული იქნება როგორც შიდა, ასევე უცხოელი ტურისტების ქალაქში მოზიდვაზე. წლის განმავლობაში გაკეთდება და ამოქმედდება ქალაქის ტურისტული ვებგვერდი, რომელზეც განთავსდება ტურისტებისათვის საინტერესო ინფორმაცია როგორც ქართულად, ასევე რამდენიმე უცხო ენაზე. პროგრამის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აქტიურად ითანამშრომლებს სფეროსთან დაკავშირებულ ადგილობრივ, უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორიდან, რათა საქმიანობათა კოორდინაციის შედეგად მიღებულ იქნეს მაქსიმალური ეფექტი; ბ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 56,0 ათასი ლარი, მათ შორის: საინფორმაციო მასალებისა და საპრომოუშენო პაკეტების მომზადება-გამოცემა. წლის განმავლობაში საჭიროებიდან გამომდინარე მომზადებული და დაბეჭდილი მრავალფეროვანი საინფორმაციო მასალები და საპრომოუშენო პაკეტები. აღნიშნული მასალების მომზადებისათვის შეძენილი იქნება ქალაქისა და რეგიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოები. გამოცემული მასალები გავრცელდება მიზნობრივ აუდიტორიაში. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა ტიპის სარეკლამო ღონისძიებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ; შეიქმნება ქალაქის ტურისტული ლოგო და ტურისტული სლოგანი და მოხდება მისი ბრენდირება; ტურისტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომზადდება ტურისტული ატრაქციების, ახალი და არსებული ტურისტული სერვისების მობილური აპლიკაცია Android-ისა და IOS-ის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებისათვის. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 39.0 ათასი ლარი. საინფორმაციო ტურების ორგანიზება. საინფორმაციო ტურები ორგანიზებული იქნება უცხოელი და ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისათვის, რათა მათმა და შემდომ მათი მეშვეობით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია ქალაქისა და მისი შემოგარენის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ. სამსახურის მიერ წლის მანძილზე განისაზღვრება მიზნობრივი ქვეყნები/ქალაქები და კონკრეტული პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საინფორმაციო ტურში. ამასთან, ტურების ორგანიზება დაემთხვევა ქალაქში წლის მანძილზე ჩატარებულ ფესტივალებს. მოწვეული პირებთან დაიგეგმება ოფიციალური შეხვედრები, მოხდება ქალაქის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია. ისინი ასევე, მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ ფესტივალებში და მოინახულებენ ქალაქისა და რეგიონის ტურისტულ ატრაქციებს. შეხვდებიან ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს და დაგეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას მათთან. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 1.0 ათასი ლარი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ბაზრობებში მონაწილეობის მიღება. აღმასრულებელი ორგანოს მიერ, განისაზღვრება მიზნობრივი ტურისტული ბაზრები, რომელთა ათვისების მიზნით, სამსახური აქტიურ მონაწილეობას მიიღებს წლის მანძილზე დაგეგმილ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობებში და უზრუნველყოფს ქუთაისის ტურისტული ატრაქციებისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას დაინტერესებულ მხარეებთან. მათთვის ინფორმაციის მიწოდებისათვის აქტიურად იქნება გამოყენებული ბეჭდვური და ელექტრონული საინფორმაციო მასალები. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 16.0 ათასი ლარი; ბ.დ. მოსალოდნელი შედეგი: გაიზრდება ქუთაისის ტურისტული ატრაქციებისა და ტურისტული პოტენციალის ცნობადობა როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ პოტენციურ ტურისტებში; ბ.ე. შეფასების კრიტერიუმი: პროგრამის განხორციელებით მიღებული შედეგების შეფასება მოხდება 2016 წელს ქალაქში შემოსული ტურისტების რაოდენობით; გ. ეკონომიკის სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 03 04) გ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური; გ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება ქალაქის ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება საზოგადოების ფართო ჩართულობით, ასევე, განახლდება და შეივსება ბიზნეს სუბიექტების არსებული ბაზა, განხორციელდება დარგობრივი კვლევები, რათა, გამოვლინდეს ქალაქის ეკონომიკისათვის პერსპექტიული დარგები. კვლევის საფუძველზე მომზადდება ბიზნესწინადადებების პაკეტი და მოხდება მათი შეთავაზება პოტენციური ინვესტორებისათვის; დაიგეგმება და განხორციელდება ბიზნესის სტიმულირებისა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისათვის კონკრეტული პროექტები, მათ შორის, მოეწყობა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პოპულარიზაცია გაეწევა ქალაქის ეკონომიკურ პოტენციალს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოების, ცენტრალური ხელისუფლების სხვა შესაბამისი სტრუქტურების, ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების, ქართული დიასპორებისა და სხვა მხარეების აქტიური ჩართულობით, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ შეხვედრებზე, ფორუმებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებზე. აგრეთვე, გაეწევათ საორგანიზაციო და საკონსულტაციო დახმარება ადგილობრივ მეწარმეებს თავადაც მიიღონ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში, დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. „მერების შეთანხმების“ ფარგლებში ქალაქის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელდება, როგორც კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა დონორებთან თანამშრომლობით, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებები; გ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 25,0 ათასი ლარი, მათ შორის: ქუთაისის ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის მომზადება: დარგობრივი კვლევების განხორციელება და საინვესტიციო წინადადებების პაკეტის მომზადება: ქალაქის არსებული და სამომავლო ეკონომიკური პოტენციალის შეფასების მიზნით შეირჩევა პერსპექტიული დარგები და განხორციელდება მათი გამოკვლევა. ასევე, გაანალიზდება საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, გამოიყოფა მათგან ისეთი ობიექტები, რომლებზეც შესაძლებელია განხორციელდეს საშუალო ან მსხვილი ინვესტიცია, დადგინდება თითოეული ასეთი ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრები (განაშენიანების კოეფიციენტი, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და ა.შ.) და შეიკრიბება ერთიანი პაკეტის სახით. წლის მანძილზე მუდმივად განახლდება 2015 წელს შექმნილი ბიზნეს სუბიექტების ბაზა და მათ შესახებ არსებული ინფორმაცია, მ.შ. ქალაქში წარმოებული პროდუქციის ნუსხა. ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადდება ერთის მხრივ, საინვესტიციო წინადადებების პაკეტი, ხოლო მეორეს მხრივ, ქალაქში წარმოებული პროდუქციის კატალოგი. ისინი გამოიცემა ბეჭდვური და ელექტრონული ფორმით და მიეწოდება მიზნობრივ აუდიტორიას. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 16.0 ათასი ლარი. ქუთაისის ეკონომიკური პოტენციალისა და ქალაქში/რეგიონში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია: ქალაქის თვითმმართველობა წლის მანძილზე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებსა და კონფერენციებში, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში და სხვა ანალოგიურ აქტივობებში ქალაქის ეკონომიკური პოტენციალისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის დაინტერესებული მხარეებისათვის გაცნობის მიზნით, ასევე, თავადაც გაუწევს ორგანიზებას მსგავს აქტივობებს, სადაც წარადგენს ქალაქის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს, ეკონომიკური და ბიზნეს პოტენციალის შესახებ ინფორმაციას, ადგილზე წარმოებულ პროდუქციას, მათ კატალოგებს და ა.შ. აგრეთვე, სხვადასხვა დღესასწაულებზე (მ.შ. 2 მაისობას, დამოუკიდებლობის დღეს, ქართული ღვინის დღეს) ქალაქში მოეწყობა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 4,0 ათასი ლარი. ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების დანერგვა და პოპულარიზაცია: ქალაქ ქუთაისს, როგორც „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ მხარეს, აღებული აქვს გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის: ევროკავშირის მიერ 2020 წლისთვის დასახული მიზნის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მინიმუმ 20%-ით მოხდეს შემცირება გარემოში CO2-ის ემისიის, ასევე, ქალაქ ქუთაისის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების შემუშავებულ გეგმაში (SEAP-Sustainable Energy Action Plan) ასახული პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება. აღნიშნულ სფეროში თვითმმართველობის საქმიანობა ფოკუსირებული იქნება ორ ძირითად მომართულებაზე, კერძოდ: 1. გამოყოს თანადაფინანსება დონორ ორგანიზაციებთან ერთად ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისათვის ქალაქში. 2. განახორციელოს სხვადასხვა ღონისძებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და მათი სარგებლიანობის შესახებ. ამისათვის, წლის მანძილზე დონორ ორგანიზციებთან თანამშრომლობით მოხდება მდგრადი ენერგეტიკის დღეების აღნიშვნა ქალაქში, მომზადდება და გავრცელდება საინფორმაციო მასალა, მათ შორის მედიის საშუალებით. ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი: 5,0 ათასი ლარი; გ.დ. მოსალოდნელი შედეგი: მომზადდება და საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება ქალაქ ქუთაისის ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია; გამოკვლეული იქნება ეკონომიკის არანაკლებ 8 დარგი და მომზადდება საინვესტიციო წინადადებების პაკეტი და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის კატალოგი; ქალაქში/ქვეყანაში ორგანიზებული იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის არანაკლებ, 3 გამოფენა-გაყიდვა. განხორციელდება ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის არანაკლებ, ერთი პროექტი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების არანაკლებ, ორი ღონისძიება; გ.ე. შეფასების კრიტერიუმი: პროგრამის განხორციელებით მიღებული თითოეული შედეგის შეფასებისათვის მოცემულია კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებელი, შესაბამისად, დასახული მიზნების მიღწევის ხარისხი შეფასებული იქნება სწორედ აღნიშნული რაოდენობრივი მაჩვენებლების შესრულების ხარისხით; დ. ააიპ „ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი“ (ორგანიზაციული კოდი 03 05) დ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური; დ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქში შემოსული ტურისტების გაზრდილმა რაოდენობამ აშკარა გახადა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რისთვისაც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი და გარემონტებული იქნა შენობა რუსთაველის გამზირი №9-ში. ააიპ „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ მიმდინარე წელს განხორციელდება შენობის მოწყობის დასრულებისათვის დარჩენილი მცირე სამუშაოები, მათ შორის დაცვის სისტემის/ვიდეო სათვალთვალო კამერების მონტაჟი, ასევე კომუნალური გადასახადების გადახდა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი. საშტატო ნუსხა განსაზღვრულია 1 ადამიანით (სახელფასო განაკვეთი 1250 ლარი). წლიური ბიუჯეტი 10 000 ლარი; დ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 10,0 ათასი ლარი, მათ შორის: ააიპ „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ მიმდინარე წელს განხორციელდება შენობის მოწყობის დასრულებისათვის დარჩენილი მცირე სამუშაოები, მათ შორის დაცვის სისტემის/ვიდეო სათვალთვალო კამერების მონტაჟი, ასევე კომუნალური გადასახადების გადახდა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი. საშტატო ნუსხა განსაზღვრულია 1 ადამიანით (სახელფასო განაკვეთი 1250 ლარი); 3. გარემოს დაცვა (ორგანიზაციული კოდი 04 00): პრიორიტეტის განხორციელებით საგრძნობლად გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქისათვის აუცილებელ და მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს მისი დასუფთავება, მაწანწალა ცხოველებისაგან იზოლირება და ხეების გადაბელვა, მცენარეთა ფიტოსანიტარიული მდგომარეობა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქალაქის მწვანე საფარი. არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა ხელს შეუწყობს მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას. ფლორის ცოცხალი კოლექციის შენახვა როგორც საექსპოზიციო, ასევე საგანმანათლებლო მიზნით, ხელს შეუწყობს ბოტანიკური ბაღის, როგორც შემეცნებისა და დასვენების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად ჩამოყალიბებას; ა. ააიპ „სპეციალური სერვისები (ორგანიზაციული კოდი 04 01)“ ა.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობისათვის დასუფთავების მომსახურების გაწევა; მაღალი ტანის ხეების გადაბელვა და გამხმარი ხეების მოჭრა; ქალაქის 98 ქუჩის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან მისასვლელი გზების დაგვა-დასუფთავება, საერთო ფართით 2367,4 ათასი კვ.მ. ნარჩენების გატანა-გაუვნებელყოფა, მორწყვა-ჩარეცხვის სამუშაოს ორგანიზება ქალაქის 557,2 ათასი კვ.მ. ფართობზე; საგზაო ნიშნების მონტაჟი და მაგისტრალების დახაზვა, მონიშვნითი სამუშაოები; სანიაღვრე სისტემის ექსპლუატაცია; ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული ცხოველების (წვრილფეხა /ძაღლი, კატა/ ან/და მსხვილფეხა პირუტყვი) იზოლაცია და მათი სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მოვლა-პატრონობა (კვება, ცხოველებისათვის კვალიფიციური ვეტერინარის მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, თანამედროვე სტანდარტებით სადგომის მოწყობა), ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული საათების ექსპლუატაცია, საპირფარეშოების მოვლა-პატრონობა, ქუჩებსა და მაგისტრალებზე განთავსებული ნაგვის მოძრავი კონტეინერების დერატიზაცია-დეზინფექცია, დროებითი გამოუყენებელი შენობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დერატიზაცია-დეზინფექცია, ქალაქში გამავალი არხების, დიდი და მცირე მდინარეების სანაპიროების დერატიზაცია-დეზინფექცია. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეწარმავლების დასაფრთხობად, აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპელენტით დამუშავება ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. სარეაბილიტაციო საავტომობილო გზებზე ახალი ღვარსადენების მოწყობა და დაზიანებული ჭის თავების შესყიდვა. აღნიშნული ფუნქციების განხორციელებისათვის გათვალისწინებულია 1900,0 ათასი ლარი და დასაქმებულია 432 თანამშრომელი. სახელფასო ფონდი შეადგენს 3066,4 ათასი ლარს, მათ შორის, ადმინისტრაციაზე განსაზღვრული ფონდი შეადგენს 2,8%-ს; ა.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 5300,0 ათასი ლარი ა.გ. მოსალოდნელი შედეგები: დასუფთავებული ადმინისტრაციული შენობა; მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; დასუფთავებული ქალაქისა და ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება; მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება; მაგისტრალებზე მოძრაობის განტვირთვა; მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა; მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოხეტიალე ცხოველებისაგან სხვადასხვა ვირუსული დაავადებისა და ცოფის გავრცელების მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. მოწესრიგებული საპირფარეშოები; ა.დ. შეფასების კრიტერიუმები: დასუფთავებული შენობის ფართობი; გადაბელილი ხეების რაოდენობა; დასუფთავებული ფართისა და გატანილი ნარჩენების რაოდენობა; დამონტაჟებული საგზაო ნიშნების რაოდენობა და დახაზულის ფართობი; ექსპლუატირებული სანიაღვრე სისტემის რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი; იზოლირებული ცხოველების რაოდენობა; ბ. ქალაქის გამწვანების, მოვლა-პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 04 02) ბ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; ბ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: აუცილებელია ქალაქის გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯობესება, მოსახლეობისათვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების, ფერდობების მოვლა-პატრონობა, ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავილების შეძენა, ხე-მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, სანაგვე ურნებისა და საბაღე სკამების აღდგენა, ქალაქში არსებულ სკვერებში განადგურებული მწვანე საფარის აღდგენა და დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, მწვანე საფარის მუდმივი განახლება; ბ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 575,0 ათასი ლარი: 465,0 ათასი ლარი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია; 110,0 ათასი ლარი სკვერების მოწყობის კაპიტალური სამუშაოები; ბ.დ. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული, უსაფრთხო დასასვენებელი ადგილის შექმნა; ბ.ე. შეფასების კრიტერიუმები: ექსპლუატირებული და რეაბილიტირებული სკვერებისა და პარკების რაოდენობა; გ. ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი (ორგანიზაციული კოდი 04 03)“ გ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პარკის ფუნქციონირების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული სავარჯიშო მოედნის მოწყობა, ბუნებრივი საფარის შენარჩუნება, გამრავალფეროვნება და ყვავილნარის მოწყობა, ბუნებრივი საფარის შხამქიმიკატებით შეწამვლა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა. დასაქმებულია 22 თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი განსაზღვრულია 124,0 ათასი ლარით, მათ შორის, ადმინისტრაციის წილი შეადგენს 19,2%. ასიგნების დარჩენილი ნაწილი და საკუთარი შემოსავლები განკუთვნილია პარკის მოვლა-პატრონობის დასაფინანსებლად; გ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 200,0 ათასი ლარი გ.გ. პროგრამის შედეგი: საზოგადოებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული, უსაფრთხო დასასვენებელი ადგილის შექმნა; გ.დ. შეფასების კრიტერიუმები: პარკში დამსვენებელთა რაოდენობა; ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; დ. ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი (ორგანიზაციული კოდი 04 04)“ დ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბაღის ინფრასტრუქტურის განვითარება; მცენარეთა ინტროდუქცია/კოლექციის გამდიდრება და მცენარეთა მოვლა-პატრონობა, მცენარეთა კონსერვაციის გლობალური სტრატეგიის („GSPC“) შესაბამისად; სასწავლო-აღმზრდელობითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა; ბილიკებისა და დასასვენებელი ადგილების (დასაჯდომები, მცირე ღია ფანჩატური) მოწყობა ქვედა პარკსა და გეოფლორისტულ უბანში. ბაღის შემოღობვის აღდგენა მდინარე რუას მიმდებარედ და სამხრეთ ნაწილში, სანაგვე ურნების შეძენა, 2 ჭაბურღილისა და ხელოვნური წყაროს მოწყობა, აღმოსავლეთი ნაწილის განაშენიანების ლანდშაფტური დიზაინის გეგმის მომზადება; სამეცნიერო მუშაობის ინტენსიფიკაცია, ორანჟერეის მოწყობა, ყვავილოვან, ბუჩქოვან და ხე მცენარეთა ახალი კოლექციების შემოტანა, სანერგე მეურნეობის განვითარება, სარწყავი სისტემის განვითარება; სასწავლო ცენტრის-მოკლევადიანი სასწავლო კურსების ორგანიზება მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდებისა და მოსახლეობის დაინტერესებული ფენებისათვის, სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; ბაღის პრომოუშენის ღონისძიებები (ახალი სარეკლამო რგოლის მომზადება, პრეზენტაციები მედიის სხვადასხვა სახეობებით, საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება) ტურისტული პოტენციალის რეალიზება (ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან ურთიერთობების გაძლიერება) საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა და სხვა ღონისძიებები; დასაქმებულია 35 თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი განსაზღვრულია 221,7 ათასი ლარით, მათ შორის, ადმინისტრაციის წილი შეადგენს 19,8%. ასიგნების დარჩენილი ნაწილი და საკუთარი შემოსავლები განკუთვნილია ააიპ-ის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად; დ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 315,0 ათასი ლარი დ.გ. მოსალოდნელი შედეგი: ვიზიტორებისათვის მიმზიდველი და კომფორტული ბოტანიკური ბაღი; ცნობიერების ამაღლება მცენარეთა მოვლა-პატრონობასა და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით; ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდა; დ.დ. შეფასების კრიტერიუმები: ბაღში ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა; სასწავლო კურსში მონაწილეთა რაოდენობა; ინტროდუცირებული მცენარეთა რაოდენობა. 4. განათლება (ორგანიზაციული კოდი 05 00): საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს ქალაქის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, გენდერული საკითხებისა და მათთან დაკავშირებული პრობლემატიკის აღქმას, ამ კუთხით მიზანმიმართული ღონისძიებების პრაქტიკის დანერგვას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას; ურბანული კულტურის განვითარებას; პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა; ა. ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება (ორგანიზაციული კოდი 05 01)“ ა.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა; ფილიალის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების შემუშავება-დამტკიცება „სკოლამდელთა საგანმანათლებლო პროგრამის“ საფუძველზე; პედაგოგიური პროცესის სრულყოფის ახალი მეთოდებისა და საშუალებების მოძიება; ფილიალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ფილიალებში რაციონალური და ჯანსაღი კვების ორგანიზება; სავალდებულო მედიკამენტებითა და პირველადი დახმარების საშუალებების, აგრეთვე, სხვა აუცილებელი სამედიცინო საგნებით ფილიალების უზრუნველყოფა; ფილიალებში საოფისე და კომუნალური ხარჯების ორგანიზება; ფილიალის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების, გენდერული საკითხების განხორციელების კონტროლი. ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადანაწილებულია 37 ფილიალად, სადაც 10000 ბავშვზე მეტ კონტიგენტს ემსახურება 1600-მდე თანამშრომელი. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვთა კვების საკითხებს, ყოველწლიურად ხდება ბავშვთა კვების რაციონისა და მისი მრავალფეროვნების გაუმჯობესება, რისთვისაც მიმდინარე წელს ყოველდღიურად სამჯერადი კვებისათვის გამოყოფილია 1920,0 ათასი ლარი, ასევე, წლის მანძილზე გათვალისწინებულია ყველა ბაგა-ბაღის ცხელი წყლით აღჭურვა და სახელფასო ფონდის ზრდა (ადმინისტრაციის გარდა). სხვა დანარჩენი ხარჯებისათვის გათვალისწინებულია 753,0 ათასი ლარი; ა.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 9590,0 ათასი ლარი ა.გ. მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ბაგა-ბაღები; კვალიფიციური კადრების ზრდა; გაუმჯობესებული სააღმზრდელო გარემო; ა.დ. შეფასების კრიტერიუმები: გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ბაგა-ბაღების რაოდენობა; სერტიფიცირებული კადრების რაოდენობა; საბავშვო ბაღებში მოსიარულე ბავშვების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი; სურსათის უვნებლობის ან მსგავსი სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული შენიშვნების რაოდენობა; ბ. განათლების ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 05 02) ბ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური; ბ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა გულისხმობს ქალაქ ქუთაისში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, ძეგლთა დაცვის კუთხით ღონისძიებების გატარებას, ქალაქის მუზეუმების მუშაობის გააქტიურებას, ქუთაისის ღირშესანიშნაობების ინტერნეტ სივრცეში განთავსებას ქალაქის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, ქუთაისის განათლების სფეროს წარმომადგენელთა და მოსწავლეთა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობას, მოსწავლეებში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას. პროგრამით დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები ხელს შეუწყობს ქუთაისის მოქალაქეებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში; ბ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
ბ.დ. მოსალოდნელი შედეგი: მოზარდებში ცოდნის დონისა და კულტურული ფასეულობების დონის ამაღლება; მოზარდ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება; მოზარდებში სამშობლოს წინაშე საკუთარი პასუხიმგებლობის გრძნობის გაზრდა; ქალაქისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია; ბ.ე. შეფასების კრიტერიუმები: განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა; ღონისძიებებში მონაწილე მოზარდთა რაოდენობა; გ. ააიპ „ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა“ (ორგანიზაციული კოდი 05 03) გ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ხელშეწყობა, საბიბლიოთეკო ფონდების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ფონდების შევსება უახლესი ლიტერატურით, არსებული ფონდების დამუშავება სპეციალური მეთოდოლოგიით, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა, ინოვაციური პროცესების დანერგვა, საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტების შესაბამისად, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ბიბლიოთეკის ქსელში დასაქმებულია 140 თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურების ფონდი შეადგენს 662,0 ათას ლარს (ადმინისტრაციის წილი შეადგენს 11%-ს) და დანარჩენი ხარჯები გათვალისწინებულია ფონდების მოვლა-პატრონობასა და სხვა მიმდინარე ხარჯებისათვის; გ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 740,0 ათასი ლარი გ.გ. მოსალოდნელი შედეგი: ქალაქის მასშტაბით საზოგადოების თავშეყრის ადგილების შექმნა; დაცული, მოვლილი და განახლებული საბიბლიოთეკო ფონდი; საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება; გ.დ. შეფასების კრიტერიუმები: ქალაქის მასშტაბით ბიბლიოთეკებში ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა და მასში ჩართულ მონაწილეთა რაოდენობა; საბიბლიოთეკო ფონდში არსებული წიგნების რაოდენობა; მკითხველთა რაოდენობა ბიბლიოთეკებში; დ. ქალაქ ქუთაისში ახალი ბაგა-ბაღების კაპიტალური მშენებლობა (ორგანიზაციული კოდი 05 04) დ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახური; დ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქის სკოლამდელი ასაკის ბავშვების ზრდის ტენდენციიდან გამომდინარე, განათლების დონის ბაზის შექმნა; დ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა 377.2 ათასი ლარი: 2015 წლის ვალდებულება ელ. ენერგიის, წყლისა და გაზის მომარაგებისათვის კომუნიკაციების მიყვანა-მიერთება და მოხმარებული სიმძლავრეების გადასახადი 4,5 ათასი ლარი; 2015 წლის ვალდებულება – ბაგა-ბაღებში შიგა და გარე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 43,8 ათასი ლარი; 2015 წლის ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით ბაგა-ბაღების მიშენებები – 266,9 ათასი ლარი; 2015 წლის ვალდებულება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით ბაგა-ბაღების მიშენებები – (ადგილობრივი ბიუჯეტი) 62,0 ათასი ლარი; დ.დ. მოსალოდნელი შედეგი: ქალაქის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის აღზრდის პირობების გაუმჯობესება; ქალაქში განათლების დონის ამაღლება; დ.ე. შეფასების კრიტერიუმები: ახალი ბაგა-ბაღის რაოდენობის გაზრდა. ბაგა-ბაღების მიშენებების საფუძველზე, მათი ფართის გაზრდა. 5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 06 00): ქალაქის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვასა და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობასა და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ქალაქის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. პრიორიტეტის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ევროპული ღირებულებების გაზიარება და ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და სხვა სტრუქტურებში საქმიანობის შესწავლა პრაქტიკის მიღების მიზნით. ა. სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01) ა.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, მათთვის სოციალური პირობების შექმნა, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება; ა.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 8704,0 ათასი ლარი; ა.გ. მოსალოდნელი შედეგი: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; ა.დ. შეფასების კრიტერიუმი: სპორტის სახეობებში ჩართულ პირთა რაოდენობა; ბ. ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება (ორგანიზაციული კოდი 06 01 01)“ ბ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სპორტული ფილიალების ფუნქციონირების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, მათთვის სოციალური პირობების შექმნა, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. გაერთიანება განაწილებულია 13 ფილიალად, რომელშიც წარმოდგენილია სპორტის 38 სახეობა. ყოველწლიურად თვალშისაცემია სხვადასხვა სახეობებში სპორტსმენების შედეგები, რაც ქალაქისათვის, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე, მნიშვნელოვან წარმატებებს განაპირობებს. გაერთიანების ფილიალებში სპორტით დაკავებულია 3770-ზე მეტი მოსწავლე, რომელსაც 481 თანამშრომელი და მწრთვნელი (სახელფასო ფონდი 2100,0 ათასი ლარი, რაშიც ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი შეადგენს 13,2%-ს) ემსახურება. 200,0 ათასი ლარი გათვალისწინებულია სხვადასხვა კაპიტალური სამუშაოების განსახორციელებლად და დანარჩენი დაფინანსება, ძირითადად, ადგილობრივ სპორტულ შეკრებებსა და მივლინებებზეა განკუთვნილი; ბ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3885,0 ათასი ლარი; გ. სპორტული ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 06 01 02) გ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური; გ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქუთაისელი სპორტსმენების სხვადასხვა ტიპის ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის საჭირო და ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება. სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობა. სპორტსმენების წახალისება, სპორტული ბანაკების მოწყობა, საპატიო წოდებების მინიჭება და დაჯილდოება. ვეტერანი და დამსახურებული სპორტსმენების საიუბილეო თარიღების აღნიშვნა; გ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა: გ. სპორტული ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 06 01 02) გ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური; გ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქუთაისელი სპორტსმენების სხვადასხვა ტიპის ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის საჭირო და ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება. სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობა. სპორტსმენების წახალისება, სპორტული ბანაკების მოწყობა, საპატიო წოდებების მინიჭება და დაჯილდოება. ვეტერანი და დამსახურებული სპორტსმენების საიუბილეო თარიღების აღნიშვნა. გ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
დ. შპს „საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010 (ორგანიზაციული კოდი 06 01 03)“ დ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: კალათბურთის გუნდის ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქვეყნის ჩემპიონატისა და სხვადასხვა სახელობის ტურნირებზე მონაწილეობის მიღება, ახალგაზრდული გუნდის ხელშეწყობა. კლუბის ფუნქციონირებისათვის განსაზღვრულია ადმინისტრაციისა და სპორტსმენების სახელფასო ფონდი 525,3 ათასი ლარით, მათ შორის, ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება შეადგენს 6,9 %-ს. განსაზღვრულია 65,0 ათასი ლარით საწრთვნელი შეკრების ორგანიზება და კალენდრით გათვალისწინებული თამაშების ჩატარება; დ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 920,0 ათასი ლარი; ე. ააიპ „ყინულის მოედანი (ორგანიზაციული კოდი 06 01 04)“ ე.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ააიპ „ყინულის მოედანი“ უნდა შეერწყას ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას“, რაც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გამოიწვევს; ე.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 125,0 ათასი ლარი; ვ. ააიპ „სპორტის სასახლე (ორგანიზაციული კოდი 06 01 05)“ ვ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სპორტის სასახლის ფუნქციონირების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. 24 თანამშრომელზე განსაზღვრული სახელფასო ფონდი შეადგენს 122,0 ათას ლარს, მათ შორის, ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება შეადგენს 18%-ს. ხოლო 80,0 ათასი ლარით განსაზღვრულია სასახლის მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია; ვ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 200,0 ათასი ლარი; ზ. ააიპ „ტაეკვანდოს სპორტული კლუბი (ორგანიზაციული კოდი 06 01 06)“ ზ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: საწვრთნელო მუშაობა, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება; ზ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 30,0 ათასი ლარი; თ. შპს „საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ქუთაისი (ორგანიზაციული კოდი 06 01 07)“ თ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: რ.შენგელიას სახელობის სტადიონისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა. კლუბის ფუნქციონირების ხელშეწყობა, მონაწილეობის მიღება ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, დუბლშემადგენლობის გათამაშებაში მონაწილეობა, ჭაბუკთა ლიგაში მონაწილეობა, ბავშვთა გუნდების საქალაქო და რეგიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობა; თ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1977,0 ათასი ლარი, მათ შორის: რ.შენგელიას სახელობის სტადიონის, ბაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა – 470,0 ათასი ლარი; კლუბის ფუნქციონირებისათვის – 1100,0 ათასი ლარი; 407.0 ათასი ლარი კლუბის საწესდებო კაპიტალის ზრდისათვის; ი. ააიპ „ქალაქ ქუთაისის ხელბურთის კლუბი ქუთაისი 2015 (ორგანიზაციული კოდი 06 01 08)“ ი.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: საწვრთნელო მუშაობა, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება. ბიუჯეტით განსაზღვრულია საწრთვნელო შტაბისა და სპორტსმენების შრომის ანაზღაურების დაფინანსება, ხოლო შესაბამისი ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ი.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 117,0 ათასი ლარი; კ. სპორტული ტრენაჟორების მოწყობა-ექსპლოატაცია (ორგანიზაციული კოდი 06 01 09) კ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; კ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ არსებობდა გარე სპორტული ტრენაჟორები, სადაც მოქმედი სპორტსმენები თუ სპორტით დაკავებული ადამიანები შეძლებდნენ უფასოდ სხეულის გაკაჟებას. 2015 წელს განხორციელებულმა ანალოგიურმა პროგრამამ (ქალაქში დამონტაჟდა 2 კომპლექტი სპორტული ტრენაჟორი) ქალაქის საზოგადოება დაარწმუნა პროგრამის ეფექტიანობაში. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესშიც კი, ახლად დამონტაჟებულ სავარჯიშოებზე აქტიურად მიმდინარეობდა ვარჯიში. ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა ახალი სპორტული ტრენაჟორები; კ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 167,1 ათასი ლარი: ქალაქ ქუთაისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა ერთეული ცალი სპორტული ტრენაჟორების კომპლექტი – 160.1 ათასი ლარი. ექსპლოატაცია – 7,0 ათასი ლარი. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა თუ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მომართვების საფუძველზე; ლ. სპორტული მოედნებისა და სასრიალო ფიცრის ე.წ. „სკეიტბორდის“ მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (ორგანიზაციული კოდი 06 01 10) ლ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; ლ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში არსებული, ჯერ კიდევ წლების წინ მოწყობილი სპორტული მოედნები, რომელთაც შემოღობვა, სათამაშო ზედაპირი და სხვა შემადგენელი ნაწილები დაზიანებული აქვთ, საჭიროებენ აუცილებელ რეაბილიტაციას, სპორტით დაკავებული ადამიანებისათვის უსაფრთხო და დაცული გამაჯანსაღებელი გარემოს შესაქმნელად. აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან უახლოეს ადგილებში არსებობს ცარიელი, ამჟამად გამოუყენებელი ტერიტორიები, სადაც სპორტული მოედნების მოწყობა დაინტერესებას გამოიწვევს მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები ახალგაზრდა თაობისთვის დაკავდნენ სპორტით. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ქუჩის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობის „სკეიტბორდით“ სრიალისათვის მოეწყოს შესაბამისი მოედანი; ლ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 653,0 ათასი ლარი: ქალაქ ქუთაისში არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებზე აუცილებლობის შემთხვევაში სპორტული მოედნის მოწყობა – 610,0 ათასი ლარი (მათ შორის: 270,0 ათასი ლარი- ადგილობრივი სახსრები; 380,0 ათასი ლარი – საქართველოს მთავრობის 4 თებერვლის №175 განკარგულებით (ცვლილება). ქალაქის ტერიტორიაზე შერჩეულ ადგილზე „სკეიტბორდით“ სრიალისათვის შესაბამისი მოედნის მოწყობა – 10.0 ათასი ლარი. ექსპლოატაციისათვის – 30,0 ათასი ლარი. ზემოთ მითითებული ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებების, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა თუ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მომართვების საფუძველზე. საწვავის ხარჯი – 3,0 ათასი ლარი; მ. კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 02) მ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მხარდაჭერა; კულტურული ღონისძიებები; სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობის დაცვა; სამეფო კომპლექსი „ოქროს ჩარდახის“; ფოლკლორის ცენტრი – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და თეატრების მხარდაჭერა; მ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 7533,8 ათასი ლარი; მ.გ. მოსალოდნელი შედეგი: კულტურის, განათლების, ხელოვნების სფეროს დონის ამაღლება; გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ფილიალები; მ.დ. შეფასების კრიტერიუმი: ფილიალებში რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა; ფესტივალ-კონკურსებში ჩართული ბავშვების რაოდენობა; მოსახლეობის დასწრება დაგეგმილ ღონისძიებებზე; გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე ფილიალების რაოდენობა; ნ. ააიპ „კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება (ორგანიზაციული კოდი 06 02 01)“ ნ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სკოლისგარე განათლების ხელშეწყობა, გამართული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, თანამედროვე სტანდარტების მქონე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, შესაბამისი განათლების მიცემის უზრუნველყოფისათვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაერთიანების ფილიალების მართვა. ყოველწლიურად თვალშისაცემია მოსწავლეთა შედეგები, რაც ქალაქისათვის, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, მნიშვნელოვან წარმატებებს განაპირობებს. აღნიშნულ გაერთიანებაში დატვირთულია 2800-ზე მეტი მოსწავლე, რომელთაც ემსახურება 700-ზე მეტი თანამშრომელი და პედაგოგი. მათი შრომის ანაზღაურების ფონდი განსაზღვრულია 2861,2 ათასი ლარით, საიდანაც ადმინისტრაციის სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 9,7%-ს. ასიგნების დანარჩენი ხარჯები განკუთვნილია საორგანიზაციო, სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობისა და გაუმჯობესების ღონისძიებებზე; ნ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3267,0 ათასი ლარი; ო. კულტურული ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 06 02 02) ო.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური; ო.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები უზრუნველყოფენ კულტურისა და ხელოვნების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვასა და მისი რეალიზაციის კოორდინაციას, კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერას, კულტურის დღეების, გაცვლითი გასტროლების, კონკურსების, ფესტივალებისა და გამოფენების ორგანიზებას; ო.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
პ. სსიპ „ნ.ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი (ორგანიზაციული კოდი 06 02 03)“ პ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუზეუმის დაცვის მომსახურება; პ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 80,0 ათასი ლარი; ჟ. ააიპ „ქალაქ ქუთაისის სამეფო კომპლექსი „ოქროს ჩარდახი“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 04)“ ჟ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამეფო კომპლექსი „ოქროს ჩარდახის“ ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებები; ჟ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 35,0 ათასი ლარი; რ. ააიპ „ქალაქ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ორგანიზაციული კოდი 06 02 05)“ რ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ფოლკლორის ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები, სასცენო კოსტიუმების შეკერვა-განახლება შოუპროგრამის მოსამზადებლად, სახელმწიფო ანსამბლის პროპაგანდა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. ფოლკლორის ცენტრი-სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლოკონცერტების ჩატარება. ცენტრში დასაქმებულია 104 თანამშრომელი, რომელიც კომპლექტდება სახელმწიფო ანსაბლისა და ქორეოგრაფებისაგან. ცენტრში აქტიურად ჩართულია 300-ზე მეტი მოსწავლე, რაც ქვეყნის მასშტაბით ფოლკლორის პოპულარიზაციას უწყობს ხელს; რ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 813,4 ათასი ლარი მათ შორის: მათი შრომის ანაზღაურების ფონდი განსაზღვრულია 552,0 ათასი ლარით, საიდანაც ადმინისტრაციის სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 15 %-ს; ს. სსიპ „ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (ორგანიზაციული კოდი 06 02 06)“ ს.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სუბსიდირების მიზანია თეატრის ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს მის დატვირთვას, მინიმუმ, წელიწადში 130 დღის განმავლობაში (დასის მონაწილეობით) და საზოგადოების კმაყოფილების დონის ზრდას. სსიპ „ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა“ უნდა უზრუნველყოს 5 (ხუთი) პრემიერის გამართვა წლის მანძილზე. ერთი პრემიერის ჩატარება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 50,0 ათასი ლარის გრანტით დაფინანსებას უზრუნველყოფს; ს.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1040,0 ათასი ლარი, მათ შორის: 750,0 ათასი ლარი ფიქსირებული რესურსი; 290,0 ათასი ლარი – პრემიერების ჩატარებით უზრუნველყოფილი რესურსი. წლის განმავლობაში მინიმუმ 5 (ხუთი) პრემიერის დადგმა, წლის განმავლობაში მოქმედი სპექტაკლების განხორციელება და თეატრის დატვირთვა; ტ. სსიპ „მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი (ორგანიზაციული კოდი 06 02 07)“ ტ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სუბსიდირების მიზანია თეატრის ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს მის დატვირთვას, მინიმუმ, წელიწადში 44 დღის განმავლობაში (დასის მონაწილეობით) და საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას. სსიპ „მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა“ უნდა უზრუნველყოს 2 (ორი) პრემიერის გამართვა წლის მანძილზე. ერთი პრემიერის ჩატარება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 50,0 ათასი ლარის გრანტით დაფინანსებას უზრუნველყოფს; ტ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 950,0 ათასი ლარი, მათ შორის: 850,0 ათასი ლარი ფიქსირებული რესურსი; 100,0 ათასი ლარი – პრემიერების ჩატარებით უზრუნველყოფილი რესურსი. წლის განმავლობაში მინიმუმ 2 (ორი) პრემიერის დადგმა, წლის განმავლობაში მოქმედი სპექტაკლების განხორციელება და თეატრის დატვირთვა; უ. სსიპ „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (ორგანიზაციული კოდი 06 02 08)“ უ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: სუბსიდირების მიზანია თეატრის ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს მის დატვირთვას, მინიმუმ, წელიწადში 220 დღის განმავლობაში (დასის მონაწილეობით) და ბავშვთა გართობისა და შემეცნების არეალის ზრდას. სსიპ „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა“ უნდა უზრუნველყოს 4 (ოთხი) პრემიერის გამართვა წლის მანძილზე. ერთი პრემიერის ჩატარება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 20,0 ათასი ლარის გრანტით დაფინანსებას უზრუნველყოფს; უ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი – 265,0 ათასი ლარი, მათ შორის: 180,0 ათასი ლარი – ფიქსირებული რესურსი; 80,0 ათასი ლარი – პრემიერების ჩატარებით უზრუნველყოფილი რესურსი; ფ. ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 02 09) ფ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური; ფ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია; ფ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
ფ.დ. მოსალოდნელი შედეგი: საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართული ახალგაზრდები; ახალგაზრდებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება; ახალგაზრდების თავისუფალი დროის შინაარსიანი გამოყენება; ფ.ე. შეფასების კრიტერიუმი: განხორციელებული პროექტების რაოდენობა; პროექტებში მონაწილე ახალგაზდების რაოდენობა; ქ. ააიპ „ქუთათელ გაენათელის ეპარქია (ორგანიზაციული კოდი 06 02 10)“ ქ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქში სხვადასხვა ღონისძიების მხარდასაჭერად ეპარქია საჭიროებს გარკვეულ მხარდაჭერას, კერძოდ, ბაგრატის კათედრალური ტაძრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განათების, ეპარქიაში არსებული ეკლესია-მონასტრების, ქუთაის-გაენათის ეპარქიის რეზიდენციის კომუნალური დავალიანებების დაფარვისა და ტაძრების მიმდინარე და კაპიტალური მშენებლობების კუთხით; ქ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 75,0 ათასი ლარი. 6. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 07 00): მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებითა და შეღავათით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ასევე, მნიშვნელოვანია ქალაქში რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახებისათვის დროებითი საცხოვრისის შექმნა და ამ მხრივ სოციალური ფონის გაუმჯობესება. ა. ჯანმრთელობის დაცვა (ორგანიზაციული კოდი 07 01) ა.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა, მათში ყველაზე გავრცელებული დაავადებების დროულად გამოსავლენად, ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა; ა.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1008,0 ათასი ლარი; ა.გ. მოსალოდნელი შედეგი: პრევენციული ღონისძიებების საფუძველზე მოსახლეობის დაცვა ეპიდემიური დაავადებების გავრცელებისაგან; მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; მოზარდ თაობაში გავრცელებული დაავადებების გამოვლენით შემდგომ ასაკში დაავადებათა გართულების პრევენცია; ა.დ. შეფასების კრიტერიუმი: პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა; ბ. ააიპ „ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი (ორგანიზაციული კოდი 07 01 01)“ ბ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ცენტრის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, საგანმანათლებლო-სააღზმრდელო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა; ბ.ბ. განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამის ფარგლებში ცენტრის მიერ ხორციელდება ქალაქის მასშტაბით საბონიფიკაციო ღონისძიებების ჩატარება, გადამდები ფაუნის შესწავლა და დადგენა. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებების გატარება (წყალსატევებში გამბუზიების გავრცელება), ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარება, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების უზრუნველყოფა ვაქცინაციებისთვის საჭირო საშუალებებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი, ღონისძიებების ჩატარება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით; ბ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150,0 ათასი ლარი; გ. მედიკამენტებით უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 07 01 02) გ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; გ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე პირები და ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები. დახმარების მიმღები უნდა იყოს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული. დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 57000 სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისათვის, ოჯახზე წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს, 120 ლარის ოდენობით და 57000-დან 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისათვის წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით. ლიმიტს ზემოთ და განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში დახმარების საკითხი გადაწყდება (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არარეგისტრირებულ პირებზე) სამსახურის მოკვლევის საფუძველზე, დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების გათვალისწინებით. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების უზრუნველყოფა მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით ხდება ერთჯერადი მომართვის საფუძველზე, ყოველთვიურად, რომლის მოცულობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან და ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მზადდება საგარანტიო წერილი; გ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 220,0 ათასი ლარი
დ. სამედიცინო დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 01 03) დ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; დ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე და განსაკუთრებული შემთხვევის შედეგად დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების როგორც დიაგნოსტიკის, ასევე შემდგომი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირები, წელიწადში ერთხელ; გამონაკლისს წარმოადგენს ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებიც დახმარებით ისარგებლებენ არაერთჯერადი მომართვის საფუძველზე, თანაგადახდის პრინციპით, არაუმეტეს 1000 /ათასი/ ლარისა. რადიოლოგიური დიაგნოსტიკის შემთხვევაში დახმარება გაიცემა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე (გამონაკლის წარმოადგენს ონკოლოგიური ავადმყოფები). მკურნალობის ხარჯების (სტაციონარული თერაპია, ქირურგია), ანაზღაურების შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებენ მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, 100% დაფინანსებით. დახმარების მოცულობა განისაზღვრება თანაგადახდის პრინციპით, არაუმეტეს 1000 /ათასი/ ლარისა, ყველა სხვა დაავადების შემთხვევაში დახმარების საკითხი განიხილება და გადაწყდება დაავადების, მკურნალობის მეთოდის, ღირებულების, ბენეფიციარის მატერიალური მდგომარეობის მოკვლევის საფუძველზე და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. დაფინანსების შემთხვევაში მომსახურების გამწევი დაწესებულება წარმოადგენს გაწეული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვას. ლიმიტს ზევით დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიური წესით განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. ბ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით C ჰეპატიტით დაავადებული, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისათვის, სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების და დიაგნოსტიკის და მკურნალობის პერიოდში სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის ღირებულების 30% თანადაფინანსება. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს C ჰეპატიტით დაავადებული, ქალაქ ქუთასში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარი, რომელიც ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მართვის პირველი და მეორე ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში. განსაზღვრული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დიაგნოსტიკური და მონიტორინგის ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულების 30%-ისა. პროგრამით მოსარგებლე პირებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა №100, ანგარიშფაქტურა, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი. დ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 565,0 ათასი ლარი
ე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა (ორგანიზაციული კოდი 07 01 04) ე.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ე.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო პედიატრიის ხელშეწყობისა და განვითარების მხარდასაჭერად, 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა, მათში ყველაზე გავრცელებული დაავადებების – თიაქარის, სქოლიოზის, კრიპტორხიზმისა და რეფრაქციასთან დაკავშირებული პრობლემის დროულად გამოსავლენად, ამ პათოლოგიების მკურნალობისა და მასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (38 საჯარო და 14 კერძო სკოლა) პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეები. პირველი და მესამე კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკურ სამედიცინო გასინჯვებს აწარმოებს ქირურგი და ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ხოლო მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკურ სამედიცინო გასინჯვებს – ექიმი ოფთალმოლოგი. საჯარო და კერძო სკოლების მე-7 კლასის მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. ამ ასაკობრივ ჯგუფში სამედიცინო გასინჯვებს აწარმოებს ექიმი ენდოკრინოლოგი; ე.გ. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ბენეფიციართა ზუსტი ბაზის (ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, თითოეულ დაწესებულებაში პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეთა რაოდენობის) მომზადება. ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილე სუბიექტების-ქუთაისში მოქმედი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების განსაზღვრა და სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარება ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე; პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების კალენდარული დაგეგმვა; პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების განხორციელება და მასზე ზედამხედველობა; გამოკვლევების შედეგების ანალიზი; ე.დ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 23,0 ათასი ლარი
ვ. ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 07 01 05) ვ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ვ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პირები, რომლებიც გაიყოფიან 2 ასაკობრივ ჯგუფად (0-18 წლამდე და 18 წლის ზემოთ), დახმარების მთხოვნელმა უნდა წარმოადგინოს ფორმა №100 (ამონაწერი ავადმყოფის ისტორიიდან) დიაგნოზისა და დანიშნულების მითითებით, პირადობის მოწმობის ასლი. დახმარების მიღება მოხდება ვაუჩერის გამოყენებით, დანართთან ერთად, სადაც მითითებული იქნება ანტიკონვულსანტის დასახელება, დოზა და რაოდენობა. დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვიურად 0-18 წლამდე ასაკის პირთათვის 40 ლარის, ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის პირთათვის 30 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით, ამასთან, თითოეულ ბენეფიციარზე, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაიცემა სამი თვის ოდენობის ვაუჩერი და შესაბამისად, დახმარების მიღება განხორციელდება 0-18 წლამდე ასაკის პირთათვის 120 ლარისა და 18 წლის ზემოთ ასაკის პირთათვის 90 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით. ლიმიტსზემოთ დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე, გამონაკლის შემთხვევაში; ვ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 50,0 ათასი ლარი
ზ. სოციალური დაცვა (ორგანიზაციული კოდი 07 02) ზ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას; ზ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3757,0 ათასი ლარი; ზ.გ. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; სოციალური საცხოვრისის მცხოვრებთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით მოსარგებლე მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება; სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია; სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვთა მიტოვების რისკების პრევენცია; ჰემოდიალიზზე მყოფი პირების (შშმ პირები) სიცოცხლის ხარისხის ამაღლება; პრობლემატური და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისა და პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი ბავშვების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია; ზ.დ. შეფასების კრიტერიუმი: პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა. თ. სოციალური საცხოვრისის კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 07 02 01) თ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; თ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის მიზანია სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. კრიზისული სიტუაციების მართვა, სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ დახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების შესაბამისად, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით; თ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 20,0 ათასი ლარი; ი. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 02) ი.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ი.ბ. პროგრამა/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ (მცხოვრებ) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი შვილი და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0-დან 70 000-მდე, თითოეულ არასრულწლოვან შვილზე გაეწევათ მატერიალური დახმარება თვეში 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება თითოეულ არასრულწლოვან შვილზე თვეში 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. სავალდებულოა, დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახის ორივე მშობელი რეგისტრირებული (მცხოვრები) იყოს ქალაქ ქუთაისში. მრავალშვილიან ოჯახებს დახმარება დაენიშნებათ განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 18 წლის შესრულების შემთხვევაში, არასრულწლოვან ბავშვს დახმარება შეუწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დახმარებით ვერ ისარგებლებს არასრულწლოვანი ბავშვი, თუ ის იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე; ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ (მცხოვრებ) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 5 შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, 6-7-8 შვილის შემთხვევაში, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, 9 (ცხრა) და მეტი შვილის შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ (მცხოვრებ) ოჯახებს, რომელთაც 2016 წელს შეეძინებათ მე-4, მე-5 და შემდეგი შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. მე-4 შვილის შეძენის შემთხვევაში, დახმარება გაეწევათ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, მე-5 შვილის შეძენის შემთხვევაში – 1100 (ათას ასი) ლარის ოდენობით, მე-6 შვილის შეძენის შემთხვევაში – 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით, მე-7 შვილის შეძენის შემთხვევაში – 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით, მე-8, მე-9 და ა.შ. შვილის შეძენის შემთხვევაში – 1400 (ათას ოთხასი) ლარის ოდენობით; ი.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 801,0 ათასი ლარი
კ. სარიტუალო დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 03) კ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; კ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ემსახურება საქართველოს კანონებით: „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებას. განიხილება ქუთაისში რეგისტრირებული გარდაცვლილი დევნილის და ვეტერანის დასაფლავების ხარჯების გაწევაში დახმარების საკითხი. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ვეტერანისა და დევნილის დამადასტურებელი მოწმობა, გარდაცვალების ცნობა, დასაფლავების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ცნობა, დახმარების მიმღები პირის პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. გარდაცვლილი ვეტერანისა და დევნილის დასაფლავების ხარჯის გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებისათვის სავალდებულოა მომართვა პოლიციის განყოფილებიდან, ხოლო მიტოვებულ, მკვდრადშობილ და გარდაცვლილ ახალშობილთა სარიტუალო მომსახურებისათვის კი სამედიცინო დაწესებულებიდან. სარიტუალო მომსახურება ითვალისწინებს: სასახლის (ყუთის) დამზადებას, სამარის გაჭრა-ამოვსებას, კატაფალკით მომსახურებას, საფლავის საიდენტიფიკაციო კოორდინატის დადგენას და საფლავზე საიდენტიფიკაციო ფირფიტის დაყენებას; კ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 70,0 ათასი ლარი
ლ. სოციალური ღონისძიებები (ორგანიზაციული კოდი 07 02 04) ლ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ლ.ბ. პროგრამა/ქვეპროგრამის აღწერა: გარკვეული კატეგორიის ღვაწლმოსილი, დამსახურებული და სოციალურად დაუცველი პირებისთვის ტრადიციულ დღესასწაულებთან და ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებების მოწყობა; კურორტული, სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევა (სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში). ტრადიციულ დღესასწაულებთან (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ახალი წელი) დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული/მცხოვრები ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათით დახმარების გაწევა, ღირსშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, დამსახურებული და სოციალურად დაუცველი პირებისათვის, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში დახმარების საკითხი გადაწყდება დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების გათვალისწინებით სამსახურის მოკვლევის საფუძველზე; ლ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 410,0 ათასი ლარი
მ. სოციალურიად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი 07 02 05) მ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; მ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია ქალაქ ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. პროგრამა ითვალისწინებს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად განახლებადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულების თანადაფინანსებას. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 0-70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, დახმარებით მოსარგებლე ოჯახებს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდებათ შემდეგი პრინციპით: ერთწევრიან და ორწევრიან ოჯახებს 48 ლარი, სამ, ოთხ და ხუთწევრიან ოჯახებს – 72 ლარი, ექვს და შვიდწევრიან ოჯახებს – 96 ლარი, რვა და მეტწევრიან ოჯახებს – 120 ლარი. თანხები გადანაწილდება თვეების მიხედვით პროპორციულად. თანხა აუნაზღაურდებათ მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მქონე ბენეფიციარებს. ელ.ენერგიის ღირებულების ანაზღაურება მოხდება სადისტრიბუციო კომპანიის („ენერგო-პრო ჯორჯიას“) ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 0-70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, დახმარებით მოსარგებლე ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულება აუნაზღაურდებათ სულზე 0.5 (ორმოცდაათი) თეთრი. თანხა ანაზღაურდება აბონენტის ნომრის მიხედვით. ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი მონაცემთა ბაზის საფუძველზე. სსიპ სოციალური სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ელექტროენერგიის აბონენტის ნომრის არარსებობის შემთხვევაში, ბენეფიციართა აბონენტის ნომრების იდენტიფიცირება მოხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. მოქალაქის (ბენეფიციარის) ინდივიდუალური მომართვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სადისტრიბუციო კომპანიის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი), სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ბენეფიციართა რაოდენობა დაუზუსტებელია და დაზუსტდება პროგრამის მიმდინარეობისას; მ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 400,0 ათასი ლარი
ნ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა (ორგანიზაციული კოდი 07 02 06) ნ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ნ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან ან შვილად აყვანილი, მათთვის დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა, სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, მიტოვების რისკების პრევენციისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად და ასევე, სახელმწიფო მზრუნველობიდან რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა, ჰემოდიალიზზე მყოფი პირების (პაციენტების), მუდმივად სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი: 1. ბავშვთა დაწესებულების (ფილიალების) ყოფილი აღსაზრდელები, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მომსახურებიდან გამოსული პირები, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება, 2. ოჯახები, რომელთა წევრთა შემადგენლობიდან სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებულია ან რეინტეგრირებულია ერთი ან მეტი ბავშვი და აქვთ ამ პროგრამაში ჩართვის საჭიროება, 3. ჰემოდიალიზზე მყოფი პირები (პაციენტები), რომელთაც აქვთ ამ ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროება. ქვეპროგრამის პირველი და მეორე პუნქტის სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება კომპეტენტური ორგანოს /სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს/ მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება პირის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებისა და ვადების შესახებ, დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგენილი წესით შემუშავებული და გაცემული დასკვნა-რეკომენდაცია ქვეპროგრამაში 18 წელს მიღწეული პირის, ან ოჯახის ჩართვის საჭიროების შესახებ. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა წრის დახმარება განსაზღვრულია თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. დახმარების მიღების უფლება წარმოეშობათ სრულწლოვანების მიღწევის მომდევნო თვიდან მიმდინარე საბიუჯეტო წლის დასასრულამდე. ბენეფიციარს დახმარება დაენიშნება მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ფინანსური დახმარება გაიცემა პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თითოეულ ბენეფიციარზე ჯამში არაუმეტეს 12 თვისა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მეორე პუნქტში მითითებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ თითოეულ რეინტეგრირებულ ბავშვზე თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მატერიალური დახმარება მიეცემა ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და იმავდროულად, ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახს/პირს, რომელსაც 2016 წლამდე მოპოვებული აქვს და არ აქვს შეწყვეტილი რეინტეგრაციის შემწეობის მიღების უფლება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და ასევე, 2016 წლის განმავლობაში მოიპოვებს ამ უფლებას, მის შეწყვეტამდე. ბენეფიციარებს დახმარების მისაღებად უფლება წარმოეშობა, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. პროგრამაში ჩართული ოჯახები მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილდებიან რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამით მომსახურების ვადის დასრულებამდე 2016 საბიუჯეტო წლის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევაში, მატერიალური დახმარება შესაძლებელია, დასკვნა-რეკომენდაციის საფუძველზე, გაიცეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესიდან გამომდინარე, მისი ოჯახში დაბრუნებამდე ერთი თვით ადრე. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის მესამე პუნქტში მითითებულ ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს დახმარება გაეწევათ თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა ბენეფიციარის განცხადებით მომართვიდან, საბიუჯეტო წლის ბოლომდე. ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე ბენეფიციარები რეგისტრირებული (მცხოვრები) უნდა იყვნენ ქალაქ ქუთაისში. ბენეფიციარებმა განცხადებასთან და პირადობის დამადასტურებელ მოწმობის ასლთან ერთად, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტმა ცნობა – სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №100). პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მომსახურება შეუწყდებათ პირადი განცხადების, გარდაცვალების, საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასვლისა და პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში; ნ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150,0 ათასი ლარი
ო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 07) ო.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ო.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან სახელმწიფო პროგრამით „ბავშვთა ადრეული განვითარების“ და „დღის ცენტრის“ მომსახურებით მოსარგებლე ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, მათთვის უმთავრესი საჭიროების მქონე ჰიგიენური საშუალებებით, კერძოდ, ბავშვის ჰიგიენური საფენებითა და სველი სალფეთქებით დახმარება. დახმარების მთხოვნელი ყოველთვიურად, განცხადებასთან ერთად წარმოადგენს კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელ საბუთს, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ცნობას აღნიშნული შშმ ბენეფიციარის „ბავშვთა ადრეული განვითარების“ და „დღის ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის შესახებ ანგარიშფაქტურას აფთიაქიდან. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ყოველთვიურად მომზადდება 40 (ორმოცი) ლარის ღირებულების საგარანტიო წერილი; ო.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 25,0 ათასი ლარი
პ. უფასო მგზავრობა (ორგანიზაციული კოდი 07 02 08) პ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; პ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: საქალაქო ტრანსპორტით (ავტობუსით: №1 წრიული მარცხენა, №1 წრიული მარჯვენა, №4, №5, №10, №19, №20, №22, №25, №31) სარგებლობის უზრუნველყოფა შემდეგი კატეგორიის პირებისათვის: უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის კოდი: 100, 111, 112, 113), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის ინვალიდები (კოდი: 311, 312, 313), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ოჯახის წევრები (კოდი: 501), „წითელი ჯვრის“ კლუბების ხანდაზმული პენსიონრები, „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამით მოსარგებლე დედები, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, „დღის ცენტრის“ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების მშობლები და კანონიერი წარმომადგენლები, „SOS“ – ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები, სტუდენტური ოჯახები (ცოლი და ქმარი, ორივე სტუდენტი), სულ 1150 პირი. ქვეპროგრამით სარგებლობა მოხდება სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 30 თეთრი, ბილეთის გამოყენება შეიძლება სამგზავრო მოწმობასთან ერთად, ქვეპროგამით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული (მცხოვრები) პირები; პ.გ.პროგრამის/ქვეპროგრამის ღონისძიებები: პროგრამით მოსარგებლე პირთა კონტინგენტის (ბენეფიციართა) დადგენა. სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების დამზადება, გაცემა; საქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა; პ.დ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 167,0 ათასი ლარი; ჟ. ააიპ „მადლიერების სახლი“ (ორგანიზაციული კოდი 07 02 09) ჟ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: უმწეო და შეჭირვებული მოსახლეობის კვება, ააიპ „მადლიერების სახლის“ ფუნქციონირების ხელშეწყობა. ორგანიზაციის საქმიანობა გათვლილია 800 ბენეფიციარის კვებით მომსახურებაზე, რომელსაც ემსახურება 33 თანამშრომელი. სახელფასო ფონდი შეადგენს 170,4 ათას ლარს, მათ შორის: ადმინისტრაციის წილი შეადგენს 19,6%-ს. კვების ხარჯები გათვალისწინებულია 450,0 ათასი ლარის ფარგლებში, ასიგნების დარჩენილი ნაწილი კი ფუნქციონირებისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს ხმარდება; ჟ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 625,0 ათასი ლარი; რ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილ მეომართა ოჯახების დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 10) რ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური. რ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ გარდაცვლილ მეომართა ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული/მცხოვრები პირველი რიგის მემკვიდრეების ოჯახების ყოველთვიურ დახმარებას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადების ანაზღაურების მიზნით (თანადაფინანსების პრინციპით), თვეში 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით. აქედან, ელექტროენერგიის ღირებულება ანაზღაურდება 12 (თორმეტი) ლარის ოდენობით, ბუნებრივი აირის ღირებულება – 20 (ოცი) ლარის ოდენობით, წყლის ღირებულება – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა – 3 (სამი) ლარის ოდენობით. რამდენიმე მემკვიდრის შემთხვევაში, თანხა განაწილდება თითოეულ მათგანზე, პროპორციული წესით. დახმარების მიმღებმა ოჯახმა სავალდებულოა, განცხადებასთან ერთად, წარმოადგინოს შემდეგი თანდართული დოკუმენტაცია: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის პირველი რიგის მემკვიდრის პირადობა და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, თითოეული სადისტრიბუციო კომპანიიდან აბონენტის ნომერი და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. თანხა ანაზღაურდება ბენეფიციარის განცხადებით მომართვის თვიდან და ანგარიშსწორება მოხდება სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. რ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 20,0 ათასი ლარი
ს. კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება (ორგანიზაციული კოდი 07 02 11) ს.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ს.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული/მცხოვრები კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. დახმარება გაეწევათ კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ნაწილების შეძენის თვალსაზრისით. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება, კვების წყაროსათვის ერთ თვეში საჭირო 30 ცალი ელემენტის ღირებულება – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით და სამ თვეში ერთხელ, პროცესორისა და მიკროფონის შემაერთებელი სადენის ღირებულება – 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დახმარების მიღება მოხდება ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, ვაუჩერის საშუალებით, ვაუჩერი გაიცემა თვეში ერთხელ ელემენტის, ღირებულების ანაზღაურებისა და სამ თვეში ერთხელ, პროცესორისა და მიკროფონის შემაერთებელი სადენის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. მომსახურება ანაზღაურდება სამუშაოს შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. დახმარების მიღება მოხდება ბენეფიციარის მშობლის/უფლებამოსილი პირის განცხადებით მომართვის თვიდან. 18 წლის შესრულების შემთხვევაში დახმარება შეწყდება ასაკის შესრულებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დახმარება გაიცემა განცხადებასთან ერთად, საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს: ა) მშობლის/უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობა; ბ) არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა; გ) არასრულწლოვანის ქალაქ ქუთაისში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით; ს.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 15,0 ათასი ლარი
ტ. ქალაქ ქუთაისში, გუმათის ტერიტორიული ერთეულის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბუნებრივი აირის გამრიცხველიანების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი 07 02 12) ტ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ტ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქ ქუთაისში, გუმათის ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული (მცხოვრები), სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისათვის, ბუნებრივი აირის გაყვანილობის მონტაჟისა და გამრიცხველიანებისათვის საჭირო თანხების ანაზღაურება, თანადაფინანსების პრინციპით. თანხა, თითოეულ ოჯახზე ანაზღაურდება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში, მოქალაქის მიერ, ასანაზღაურებელი ხარჯის თანადაფინანსება მოხდება ქალაქ ქუთაისში, გუმათის ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული (მცხოვრები) ოჯახის მიერ, წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ახლდეს: ინდივიდუალური მრიცხველის მქონე ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან და შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიის მიერ გაცემული ბენეფიციარის აბონენტის ნომრისა და ასანაზღაურებელი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი. თითოეულ ოჯახზე თანხა ანაზღაურდება ბენეფიციარის აბონენტის ნომერზე ჩარიცხვის გზით. ტ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 12,0 ათასი ლარი
უ. ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომა (ორგანიზაციული კოდი 07 02 13) უ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; უ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამით მოსარგებლე პირები არიან ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებული 0-18 წლამდე ასაკის პირები. პროგრამით მოსარგებლე პირებს დახმარება გაეწევათ მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების მომართვიდან, სამ თვეში ერთხელ, საბიუჯეტო წლის ბოლომდე. დახმარების ოდენობა განისაზღვრება თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით. დახმარების მთხოვნელი განცხადებასთან ერთად, წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ავადმყოფის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ფორმა №100-ს, ლარის ანგარიშის რეკვიზიტებს ბანკიდან; უ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 22,0 ათასი ლარი
ფ. შინმოვლა (ორგანიზაციული კოდი 07 02 14) ფ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ფ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასს“ და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „შინმოვლის“ პროგრამით სარგებლობს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან საწოლს ან სახლს და საჭიროებენ სამედიცინო და ფსიქოსოციალურ მომსახურებას საცხოვრებელ ადგილზე. სავალდებულოა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდეს არა უმეტეს 100000-ს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დახმარების საკითხი გადაწყდება დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების გათვალისწინებით. საწოლს მიჯაჭვული ბენეფიციარები მომსახურებას იღებენ ძირეული მოვლისა და სამედიცინო მანიპულაციების თვალსაზრისით. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების გარკვეულ ნაწილს ბინაზე მიეწოდება ცხელი სადილი, საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან მედიკამენტებით, ჰიგიენური მოვლის საშუალებებით; ფ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 20,0 ათასი ლარი
ქ. საბინაო ფონდის-დროებითი საცხოვრისის შექმნის ქვეპროგრამა (ორგანიზაციული კოდი 07 02 15) ქ.ა. პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური; ქ.ბ. პროგრამის/ქვეპროგრამის აღწერა: ქალაქში საბინაო ფონდის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის სოციალურ სფეროში არსებული საკითხების მოგვარების კუთხით. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საბინაო ფონდის შექმნა თვითმმართველობის კომპეტენციას წარმოადგენს. წლების მანძილზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 700-ზე მეტი უსახლკაროა დაფიქსირებული. გათვალისწინებულია შეიქმნას დროებითი საცხოვრისი, სადაც დროებითი სარგებლობის ფორმით, საშუალება იქნება ერთდროულად დაკმაყოფილდეს მინიმუმ 20, მაქსიმუმ 50 ოჯახი. საბინაო ფონდისათვის ბინები ერთ სივრცეში უნდა იქნეს შეძენილი და აქცენტი 1 და 2-ოთახიან ბინებზე გაკეთდეს, ასევე, შენობას საერთო სამზარეულო და ეზო უნდა ჰქონდეს. სამშენებლო ობიექტზე გავრცელდება სტანდარტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მოთხოვნების შესაბამისად; ქ.გ. პროგრამის/ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1000,0 ათასი ლარი. |
თავი III
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 33.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარში)
|
დოკუმენტის კომენტარები