დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.107.016229 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.107.016198) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8739.6 ათასი ლარით:
|
მუხლი 4.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 750,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7771.6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 218,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9256.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3276.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3659.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება |
ა) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 1.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 11.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 14.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 63.9 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
|
მუხლი 15.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 172.0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 85.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 82,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 16.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების, მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები
|
მუხლი 17.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროგრამების ფარგლებში გაგრძელდება დაბა ჩხოროწყუს საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და სახიდე ნაგებობების დაზიანებული მონაკვეთების მიმდინარე მოწყობა-რეაბილიტაცია, როგორც დაბაში ისე სოფლებში და თემებში. ა.ა) გზების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) მუნიციპალიტეტის შიდა გზების აღდგენა, მოწყობა-რეაბილიტაცია. სოფ. ლეწურწუმესა და სოფ. ნაკიანში გზების მოასფალტების დასრულება მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ა.ბ) სახიდე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) დაზიანებული ხიდების, ხიდ-ბოგირების, საცალფეხო ხიდების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის სოფლებსა და თემებში. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება დ. ჩხოროწყუში დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე ახალი სანათი წერტილების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ბ) დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა ჩხოროწყუში ქუჩების ყოველდღიური, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ცენტრების პერიოდული დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.გ) წყლის სისტემის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) სასმელი წყლის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს წყლის სისტემის მოწესრიგებას, მის დაცულობას. მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის, ბაქტერიებისაგან გაწმენდილი წყლის მიწოდებას. სოფ. მუხურში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დასრულება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.დ) სკვერისა და პარკის მოწყობა საბავშვო ატრაქციონებით (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაბა ჩხოროწყუში ცენტრალურ პარკში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, კულტურის სარაიონო სახლის გვერდით მოეწყობა ახალი სკვერი და აშენდება ჩოგბურთის კორტი. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ე) უმეთველყუროდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების და სხვა არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და შესაბამისად მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ზ) სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 09) 2016 წლის 25-26 მაისს და 8 ივლისს მომხდარი სტიქიისას დაზიანებული სანიაღვრე არხების მოწყობა–რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.თ) სასაფლაოების მოვლა–პატრონობა (პროგრამული კოდი 03 02 10) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) სარწყავი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სოფლებში ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასწვრივ ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში 187 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის მოწყობა-რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ე) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ექსპერტიზის ხარჯები. (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში შენობა-ნაგებობებზე და მიწაზე ზედამხედველობას, უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ვ) სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ, მსხვილფეხა რქოსანი საქონლის გენეტიკურ განვითარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია ასევე უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დაფინანსება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1012 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, სკოლამდელი განათლება ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას რათა აღსაზრდელებს შეექმნას კომფორტული პირობები და შეძლონ სწავლა და გართობა. სოფ. ხაბუმეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მოსალოდნელი შედეგები: · საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა;
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობისათვის ფინანსური მხარდაჭერის განხორციელება. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ნორჩ ფოლკლორისტთა, ენის მოყვარულთა, შემოქმედთა, ტექნიკური ცოდნის მიდრეკილთა და მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეთა გამოვლენა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება; ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ა.ა) ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის მოზარდ თაობაში საფეხბურთო მონაცემების მქონე მოზარდი თაობის გამოვლენას, დაოსტატებას და ქვეყნის მასშტაბით მათ მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებით ორგანიზებულ ტურნირებში. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ა.ბ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ სექციებში და მათ მონაწილეობას შესაბამისი სპორტული სახეების მიხედვით სხვადასხვა ეგიდის შეჯიბრებებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ა.გ) ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 03) ქართული ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამის თანადაფინანსება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურის სახლების, სასოფლო კლუბების და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამ დაწესებულებების, კერძოდ, ა(ა)იპ „ჩხოროწყუს კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: თეატრალური ხელოვნების განვითარება, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. ტრადიციების აღორძინება და განვითარება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ბ) მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ჩხოროწყუს ისტორიულის მუზეუმის“ დაფინანსებას, რომელიც სისტემატურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამიანთა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ ისტორიულ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების მიზნით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.გ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ-ი „ჩხოროწყუს მუსიკალური სკოლა“, სადაც სწავლობს 170-მდე მოსწავლე; მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.დ) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ე) ახალგაზრდული პროგრამების და რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამა უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) ვეტერანთა, დევნილთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 01; 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში);იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება. ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა 60 მრავალშვილიან ოჯახს,280-მდე ახალ დაბადებულ ბავშვებზე, 10-მდე ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე, 60-მდე უსინათლოებზე, მეორე მსოფლიო ომის 6 მონაწილეზე, ავღანეთის ომში 39 მონაწილეთა ოჯახებზე, ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში 16 მონაწილეთა ოჯახებზე გაიცემა ერთჯერად დახმარებები. თირკმლის დიალეზზე მყოფი 15 პირზე, შშმ 55 მოზარდზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება. გათვალისწინებულია უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება, ხელმოკლე ოოჯახებისათვის სამედიცინო დახმარებების თანადაფინანსება და სხვა ერთჯერადი დახმარებები. ბ.გ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ხელშეწყობა, როგორც ფულადი ისე მატერიალური სახით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 18.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები