ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016151
26
05/12/2016
ვებგვერდი, 09/12/2016
190020020.35.147.016151
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2016 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის  №1 დადგენილებაში (ვებგვერდი, 08/01/2016; 190020020.35.147.016126) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 მუხლი:

,,მუხლი 52. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება

1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ოჯახები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ხანძარი, ეკოლოგიური კატასტროფები) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დახმარება გაიცემა მიყენებული ზიანის მიხედვით, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილობის მოწმობის ასლი;

დ) სტიქიური მოვლენის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მათ შორის, სახანძრო-სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოები);

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) საცხოვრებელი სახლის ფლობის/სარგებლობის/საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტსა და მის ოდენობას;

თ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისას სამუშაო ჯგუფი უშუალოდ სწავლობს მიყენებული ზიანის ხასიათსა და ოდენობას, რაც აისახება სამუშაო ჯგუფის დასკვნაში და წარედგინება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. “;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 მუხლი:

მუხლი 53. ერთჯერადი სოციალური დახმარება ზამთრის სეზონისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვის მიზნით

1. ზამთრის სეზონისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვის მიზნით ერთჯერად ფულად დახმარებას  200 (ორასი) ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში.

2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება   გამგებლის სახელზე ;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილობის მოწმობის ასლი;

დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ე) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი