„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.166.016293
39
05/12/2016
ვებგვერდი, 08/12/2016
010250020.35.166.016293
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2016 წლის 5 დეკემბერი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №32 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №32 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 010260020.35.166.016160, 24.07.2014წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემედეგი რედაქციით:

„ 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;“.

2. დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3.  დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის შეფასება.“.

4.  დებულების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის შეფასება; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორცილება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;“ .

5.  დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიადუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის წინასწარ ინფორმირების გარეშე".

6.  დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს გამგებელს და საკრებულოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 01 თებერვლამდე;“.

7. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით, მათი ფუნქციები კი განისაზღვრება გამგებლის მიერ შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით და სამსახურის მოხელეებს შორის მკვეთრად გაიმიჯნება ფუნქციები შიდა აუდიტისა და ინსპექტირების მიმართულებით.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი