რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

  • Word
რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 703
დოკუმენტის მიმღები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/11/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
703
25/11/2016
ვებგვერდი, 06/12/2016
რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №703

2016 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დასრულებულად ჩაითვალოს „ჭოგნარის საკრედიტო კავშირის“ ლიკვიდაციის პროცესი.

2. „ჭოგნარის საკრედიტო კავშირი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან.

3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. N6), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

არჩილ მესტვირიშვილი