დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016318 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №64 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2015, 010250020.35.158.016272) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება: ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში კატასტროფისაგან, ასევე სტიქიური მოვლენებისგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კარსტული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი ყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები; საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები; ბ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს; გ) ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს, აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებული სხვა ხარჯები; დ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის, ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის, ასევე ხარჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ პირთა ოჯახის წევრების სოცილურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები მოქალაქეებისათვის, რომლებისთვისაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სამკურნალო ან მატერიალური უზრუნველყოფა და ვერ ხვდებიან ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესით“ გათვალისწინებულ კატეგორიებში; ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს; აგრეთვე ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადაუდებელი შემთხვევების (უცხო ქვეყანის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა) დროს გასაწევი ხარჯები, როდესაც ოჯახს არ გააჩნია შესაბამისი ფინანსები; ე) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, ასევე უსახლკაროდ დარჩენილ პირთა საცხოვრებელი ბინების შეძენისათვის ან დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, აგრეთვე ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მასში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის; ვ) ხარჯები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს, დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ზ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მივლინებისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად; თ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (რომელიც შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სარეიტინგო სიაში) პოსტ-სამაგისტრო კვლევის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და რომელთაც მოპოვებული აქვთ სწავლის ნაწილობრივი დაფინანსება (არანაკლებ 70%-ისა).“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები