„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.05.001.018231
45-Iს
01/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
480610000.05.001.018231
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 313) 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საექსტრადიციო პროცედურების მწარმოებელი პროკურორი ვალდებულია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის და თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უფლებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 დეკემბერი 2016 წ.

N45-Iს