„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/658
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 370040000.22.024.016479
1-1/658
05/12/2016
ვებგვერდი, 06/12/2016
370040000.22.024.016479
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/658

2016 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/08/2016, ს/კ: 370040000.22.024.016455) დამტკიცებულ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგი დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31 ბრძანების მოქმედება ასევე ვრცელდება „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის  №231 დადგენილების ფარგლებში სარეგისტრაციო მონაცემების კორექტირება/ცვლილების მიზნით განხორციელებულ აზომვით სამუშაოებზე.“.  

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რეესტრი, ელექტრონული პორტალის (economy-nasp.napr.gov.ge/nasp-ის ნაწილი)  მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებს, შემდგომში ამ წესის შესაბამისად ხარჯების ანაზღაურების მიზნით.".

3.   მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად, ანაზღაურებას ექვემდებარება მათგან მხოლოდ ერთ სარეგისტრაციო ობიექტის აზომვით სამუშაოებზე გაწეული ხარჯები.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 4 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია