დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 537 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 30/10/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/10/2003 - 14/06/2013)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №537
2003 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი).
2. საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ს. გოგიბერიძე) დაამტკიცოს თეატრის დებულება.
3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელონ საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ქ. ფოთის მთავრობამ; კულტურის სამინისტრომ დანიშნოს წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირი ქ. ფოთის მთავრობასთან შეთანხმებით.
4. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება და გადასცეს უძრავი და მოძრავი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომ თეატრის დაფინანსება კანონმდებლობის შესაბამისად ქ. ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვრულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები) გამოიყოს ცალკე სტრიქონად.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები