წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.155.016207
24
05/12/2016
ვებგვერდი, 07/12/2016
010250040.35.155.016207
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2016 წლის 5 დეკემბერი

ქ. წალკა


 

„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის  №6  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის №6  დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17.07.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.155.016121) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება

1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე – www.tsalka.gov.ge, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
2. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს ვებგვერდზე, ასევე ამ რეგლამენტის 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
3. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე (www.tsalka.gov.ge).
4. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე – www.tsalka.gov.ge, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი