„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 040170000.05.001.018242
56-Iს
01/12/2016
ვებგვერდი, 15/12/2016
040170000.05.001.018242
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.12.2015, სარეგისტრაციო კოდი: 040170000.05.001.018054) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ქვემოთ აღნიშნულ რომელიმე სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების, გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და ამ მიზნით მოსახლეობის მომზადების სფეროები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 დეკემბერი 2016 წ.

N56-Iს