დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.174.016191 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010250050.35.174.016067) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად არ არის განსაზღვრული როგორც პარკირების ადგილი, დგომის/გაჩერების წესების, საცნობარო ნიშნების, მათ შორის „დგომა აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ ან „შესვლა აკრძალულია“ – საცნობარო ნიშნის და საინფორმაციო დაფების განთავსების შესახებ გადაწყვეტილებები, ასევე აღნიშნული ნიშნების მოქმედების საათობრივი შეზღუდვის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.“ ; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა. სახელმწიფო და სხვა მუნიციპალიტეტების ორგანოებს, მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აკრძალულია პარკირების საერთო ადგილებად განსაზღვრულ იქნეს სხვა თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ორგანოების, დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადგილსამყოფელი შენობა-ნაგებობების ძირითადი შესასვლელების უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიები. ასეთი ადგილები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ორგანოს (დაწესებულების) მიერ მხოლოდ სამსახურებრივი ავტომანქანების პარკირებისათვის. შესაბამისად, გამოიყენება წინამდებარე წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები