დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.110.016256 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 20 სექტემბერის №1998 განკარგულების გათვალისწინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.12.2015 სარეგისტრაციო კოდი 190020020,35,110,016,232) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები განისაზღვროს 9824,6 ათასი ლარის ოდენობით, ნაცვლად დამტკიცებული 9724,6 ათასი ლარისა. კერძოდ: ა.ა) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 სექტემბრის №1998 განკარგულებით აბაშის მუნიციპალიტეტს გამოეყო 100,0 ათასი ლარი (სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად); ა.ბ) შეტანილ იქნეს ცვლილება ბიუჯეტის გადასახდელებში: ა.ბ.ა) შემცირდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაფინანსება (კოდი 0101) 13,2 ათასი ლარით; ა.ბ.ბ) შემცირდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსება (კოდი 0102) 61,4 ათასი ლარით; ბ) ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდოს: ბ.ა) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და სამობილიზაციო სამსახურის დაფინანსება (კოდი 02 02) 5,0 ათასი ლარით. ბ.ბ) გაიზარდოს საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (კოდი 030204) 100,0 ათასი ლარით (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 სექტემბრის №1998 განკარგულებით); ბ.გ) გაიზარდოს ა(ა)იპ აბაშის კეთილმოწყობის (კოდი 030502) დაფინანსება (სუბსიდია) 2,1 ათასი ლარით. ბ.დ) გაიზარდოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 00) 67,0 ათასი ლარით; გ) შემცირდეს სარეზერვო ფონდი (კოდი 0103) 2,2 ათასი ლარით და გადატანილ იქნეს და გაიზარდოს სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა და ქარიშხალი) შედეგად დაზარალებულთა დახმარება ( კოდი 060302); დ) შეტანილ იქნეს კორექტირება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებაში (კოდი 06 00) მათ შორის: დ.ა) შემცირდეს სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა და ქარიშხალი) (კოდი 060302) შედეგად დაზარალებულთა დახმარება 12,5 ათასი ლარით; დ.ბ) შემცირდეს დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებზე დამხარება (კოდი 060303) 1,5 ათასი ლარით; დ.გ) შემცირდეს მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამა (კოდი 060304) 3,0 ათასი ლარით; დ.დ) შემცირდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება (კოდი 060308) 1,0 ათასი ლარით; დ.ე) შემცირდეს ყრუ-მუნჯების და ჩერნობილელთა დახმარება (კოდი 060309) 0,5 ათასი ლარით; დ.ვ) შემცირდეს მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (კოდი 060311) 4,0 ათასი ლარით; დ.ზ) შემცირდეს მესამე და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახისათვის დახმარება (კოდი 060312) 3,7 ათასი ლარით; დ.თ) ზემოთ აღნიშნული შემცირებული თანხით (26,2 ათასი ლარი) გაიზარდოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურება (კოდი 060201); ე) შეტანილ იქნეს ცვლილება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის დაფინანსებაში (კოდი 0300). კერძოდ: ე.ა) გარე განათების მოწყობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის (კოდი 03 02 01) დაფინანსებაში, კერძოდ: შემცირდეს მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების ელექტრომომარაგების ქსელზე მიერთებისათვის საჭირო მოწყობილობის შეძენის ხარჯი 4,0 ათასი ლარით და გადატანილ იქნეს მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების ელექტრომომარაგების ქსელზე მიერთების საფასურის ხარჯში და დამტკიცდეს 8,6 ათასი ლარით. |
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი – აბაშის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი |
თავი I
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსი |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8687.9 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1046,7 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7441.2 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 200,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3352.7 ათასი ლარის ოდენობით:
ა) განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3362.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 9.4 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1096.8 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1127.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -30.6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახადების დაფინანსების მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 1.1 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 147,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70,8 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2,5 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3.7 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის აბაშის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; 1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შიდა სამიმოსვლო გზების მოხრეშვა და მოასფალტება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ასფალტო-ბეტონის საფარით და ბავშვთა სათამაშო მოედნების მოწყობა, წყალსაწრეტი არხების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა, სკვერებისა და პარკების გამწვანება, ასევე ხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები-ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა სამიმოსვლო გზების: დ. აღმაშენებლის ქუჩის II ჩიხის მოასფალტება, სოფ. ნორიოში აბაშა-სუჯუნა-ჯაპანის სახელმწიფოებრივი გზის გადასახვევიდან ყოფილი ტრაქტორების სარემონტო ქარხნის მიმართულებით ადილობრივი მნიშვნელობის გზის სარემონტო სამუშაოები, აგრეთვე გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა გზების მოწყობის სამუშაოების თანადაფინანსებისათვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხით დაგეგმილია მარანი-პირველი მაისი-გაუწყინარის გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის, ცენტრალური მაგისტრალიდან სოფ. ქოლობნის მიმართულებით არსებული გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, ილიას ქუჩიდან სოფ. ეწერის მიმართულებით და სოფ. ნორიოს ცენტრიდან სოფ. საგვაზაოს მიმართულებით გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობის სამუშაოები, ასევე განისაზღვრა გზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენის თანხა (რ.გ.პ.ფ.-ის მიერ აბაშის მუნიციპალიტეტზე ინფრასტრუქტურული ობიექტების სამუშაოებზე განსაზღვრული თანხიდან გამომდინარე), ასევე დაგეგმილია მუნიციპალიტეტში შიდა სამიმოსვლო მნიშვნელობის გზებზე ბარიერების, საგზაო სარკეებისა და ნიშნების მოწყობა, ტროტუარებზე ავტომანქანების არასწორი პარკირების მიზნით ბოძკინტების მონტაჟი, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სამიმოსვლო გზების მოხრეშვითი სამუშაოები, ასევე მოხდება რეაბილიტირებული გზების მოვლა-შენახვა; 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.2.1. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობითი სამუშაოები, ასევე დაფინანსდება შენობა-ნაგებობის ელექტრომიმაგრების ქსელზე მიერთების საფასური, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე ელენერგიის მომარაგების ქსელზე მიერთებისათვის საჭირო მოწყობილობების ხარჯი, მოეწყობა ნორიოს თემის ადმინისტრაციულ ერთეულში 3 ცალი გარე განათების ბოძი. 2.2.2. საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიება (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილია ქ. აბაშაში, დ. აღმაშენებლის და ვ. ფშაველას ქუჩების გადაკვეთაზე რკინა-ბეტონის მილხიდის მოწყობის სამუშაოები, ქ. აბაშაში თავისუფლების და ცომაიას ქუჩების მიმდებარედ არსებული მთავარი კოლექტორული წყალშემკრები არხის ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოები, ქ. აბაშაში დ. კაჭარავას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს მიმდებარედ წყალსაწრეტი არხის და მილხიდების ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოები, აბაშაში სოფ. მაცხოვრისკარის ეკლესიის მიმდებარედ ხიდ-ბოგირების მოწყობის სამუშაოები, აბაშაში სოფ. მაცხოვრისკარში სახარაშვილების უბანში წყალსაწრეტი არხის და მილხიდების ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოები, ქ. აბაშაში დ. კაჭარავას და თავისუფლების ქუჩებს შორის მდებარე მდ. ღაჭუს კალაპოტის ნატანისაგან გაწმენდის და მასზე არსებული ხიდ-ბოგირების გამოწმენდის სამუშაოები, ქ. აბაშაში მშვიდობის ქუჩაზე მდებარე წყალშემკრები არხების და მილ-ხიდების ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოები, ქ. აბაშაში მშვიდობის და შუბლაძის ქუჩებს შორის მდებარე წყალშემკრები არხის ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოები, აბაშაში სოფ. მაცხოვრისკარის გადასახვევიდან ავტომაგისტრალის გასწვრივ მაგისტრალური არხისა და ხიდე-ბოგირების გაწმენდა აღდგენის სამუშაოები, ქ. აბაშაში რკინიგზის გასწვრივ მდებარე მთავარი მაგისტრალური წყალსაწრეტი არხის ნატანისაგან ამოწმენდის და ხიდის გამოწმენდის სამუშაოები, ქ. აბაშაში დ.აღმაშენებლის და თამარ მეფის ქუჩებზე ქუჩის მდებარე წყალსაწრეტი არხების და მილ-ხიდების ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოები, ქ. აბაშაში თავისუფლების ქუჩაზე წყალსაწრეტი არხის და მილხიდების ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოები, ქ. აბაშაში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ქუჩის ორივე მხარეს წყალსაწრეტი არხის და მილ-ხიდების ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოები, ასევე ქ.აბაშაში, საბავშო ბაღთან საკანალიზაციო ჭის მოწყობის და ქ. აბაშაში, კულტურის სახლის მიმდებარედ დახურული სანიაღვრე (წყალსაწრეტი) არხებისა და საკანალიზაციო ქსელის გაწმენდა-დასუფთავება ნატანისაგან (ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით). აგრეთვე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაგეგმილია: აბაშის მუნიციპლაიტეტში ნორიოსა და სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში გამავალი მდ. ცუდღარის ამოწმენდა ნატანისაგან ექსკავატორით, ქ. აბაშაში სახარაშვილების უბნიდან გამსახურდიას ქუჩის მიმართულებით არსებული არხის ამოწმენდა გზის ორივე მხარეს, თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ, დ. კაჭარავას, მ. ბზიავას და დარასელიას ქუჩის შემაერთებელი არხის ამოთხრა-ამოწმენდა ექსკავატორით, დ. აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული არხის ამოწმენდა ნატანისაგა ექსკავატორით და ხიდე ბოგირის მოწყობა, თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებს შორის არსებული არხების (ბაზრის და წყლის კოშკის მიმდებარედ) ამოწმენდა ნატანისაგან, შუბლაძისა და დ. კაჭარავას ქუჩებს შორის და დ. კაჭარავასსა და დ. კაჭარავას I შესახვევში არსებული არხების ამოწმენდა ნატანისაგან, ქ. აბაშაში კვათანის უბანში სოფ. კოდორის მიმართულებით კვათანის სასაფლაოდან სოფ. ნაესაკოვოს მიმართულებით და ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ მდ. ღაჭუში ჩამვალი არხის ამოწმენდა ნატანისაგან და მილხიდის მოწყობა, გამსახურდიას ქუჩის ორივე მხარეს და პირველ შესახვევში არსებული არხის ამოწმენდა ნატანისაგან, ილიას ქუჩის I შესახვევიდან შ.პ.ს აისბერგისა და ყოფილი სოფ. ტექნიკის ტერიტორიის გავლით სატრაქტორო ქარხნამდე და რუსთაველის პირველი შესახვევიდან ბოგირამდე არსებული არხის ამოწმენდა ნატანისაგან, დ. კაჭარავას ქუჩის დასაწყისიდან ღაჭუმდე, ჩიქოვანის ქუჩიდან დ. კაჭარავას ქუჩამდე და პირველი სკოლის მიმდებარედ არსებული არხის ამოწმენდა ნატანისაგან, აფხაზეთის ქუჩაზე ხიდ-ბოგიროს მოწყობა, თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩებს შორის, თავისუფკების ქუჩაზე ყოფილი ატეკიდან გაბელიას ქუჩამდე და თამარ მეფის ქუჩის ორივე მხარე, მაცხოვრისკარის ეკლესიამდე არსებული არხის ამოწმენდა ნატანისაგან. 2.2.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნაგვის დეკორატიული ურნების შეძენა, სანიტარიულ-ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების მიზნით; 2.2.4. ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რუსთაველის ქ. №18-ში მცხოვრებ დევნილთა საცხოვრებელ ფართებში არსებული გამათბობლების ქსელზე მიერთების სამუშაოები, დაგეგმილია გამგეობის ადმინისტრაციული შენობისთვის გაგრილების დანადგარის შეძენა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის რემონტი, ასევე დაგეგმილია ნორიოს თემის ადმინისტრაციულ შენობაში 3 ოთახის რემონტი სოფლის ბიბლიოთეკის განთავსებისთვის. 2.3. სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით სოფლებში: ეწერი, კეთილარი, გაღმა კოდორი, ნაესაკოვო, გაღმა ზანათი, ბულვანი, მაიდანი, სოფ. ცილორი საძოვრების შემოღობვა; სოფ. წალიკარი „ნაოხვამუ“-ს მასივის ტერიტორიის შემოღობვა, სოფ. კეთილარსა და სოფ. მაიდანში სოფლის სტადიონების შემოღობვა და მოწყობა; ასევე ქ. აბაშაში ნოღოხაშის უბანში და კვათანის უბანში, ნინიშვილის ქუჩის პირველ შესახვევში სტადიონის მოწყობა, სოფ. გამოღმა კოდორში საკიზირიოს უბანში ჭაბურღილთნ საჩრდილობლის მოწყობა; სოფ. გაღმა ზანათის სტადიონზე შესასვლელი ახალი კარის მოწყობა, სოფ. გამოღმა ზანათში მინი სტადიონის მოწყობა. სოფელ ქოლობნის საბავშვო ბაღის ეზოს და ამბულატორიის შესასვლელი ბილიკების მოწყობა ბეტონით, სოფ. გაუწყინარში სკვერის ქვაფენილით კეთილმოწყობა; სოფ. სამიქაოში მიქაძეების უბანში და სოფელ ცილორში მოსაცდელის მოწყობა. სოფ. ძვ. აბაშაში ბიბლიოთეკის შენობის სარემონტო სამუშაოები, სოფ. სეფიეთი ამბულატორიის შენობის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები და ტერიტორიის კეთილმოწყობა, ქ. აბაშაში ნოღოხაშის უბანში სასაფლაოს ღობის მოწყობა, სოფ. წყემი სოფლის ამბულატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები; სოფ. სუჯუნაში წყალსაწრეტი არხის გაწმენდა-გასუფთავება და შეერთება მდინარე „ცუდღართან“ არხის; სოფ. გამოღმა კოდორში სოფლის საძოვარზე საკიზირიოს უბანში საწყურებლის მოწყობა; სოფ. მარანში წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გასწვრივ, სოფ. ქოლობანში წყალსაწრეტი არხების გაწმენდა- გასუფთავება; სოფ. ქოლობანში სოფლის ცენტრში არსებული არხის მოწყობა ბეტონის კალაპოტით; სოფ. გუგუნაყათში წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა; სოფ. პირველი მაისში გრიგოლიების უბანში წყალსაწრეტი არხის გაწმენდა-გასუფთავება. სოფ. სამიქაოში ჩორგოლეიშვილების უბანში ბეტონის წყალსაწრეტი არხის მოწყობა, სოფ. ტყვირში საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე არხის მოწყობა რკინა-ბეტონის კალაპოტით; სოფ. ცილორში სოფლის საძოვრის მიმდებარედ ახალი წყალსაწრეტი არხის მოწყობა; სოფ. ცილორში სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე არსებული წყალსაწრეტი არხის გამაგრება ბეტონის ჯებირით, სოფ. ონტოფშო მდინარე ნოღელის ხელოვნურ არხში წყლის ჩამკეტი კედლის მოწყობა; სოფ. ძვ. აბაშაში საკუპრაო-სანოდიოს უბანში საორიენტაციოთ 1000 გრძ. მ-ზე, საკორძახიოს უბანში 200 გრძ. მ-ზე და სოფლის ცენტრში 300 გრძ. მ-ზე წყალსაწრეტი არხების ამოთხრა, სოფ. ტყვირისა და სოფ. ცილორის საერთო საძოვარზე ჭაბურღილის მოწყობა; სოფ. სუჯუნაში ხიდე-ბოგირებისა და მდ. „ცუდღარის“ ჯებირის მოწყობა; სოფ. ნაესაკოვშო „მანიშოს“ უბანში მდინარე ნოღელაზე ხიდის გამაგრება; სოფ. გამოღმა კოდორში ხიდე-ბოგირის მოწყობა საკიზირიოს უბანში; სოფ. მარანში ახალი ხიდე-ბოგირის მოწყობა ვაჩეიშვილების მაღაზიასთან, სოფ. გაღმა ზანათში სტადიონთან ხიდე-ბოგირის მოწყობა, სოფ. გუგუნაყათში ხიდე-ბოგირების რკინა-ბეტონის მილით მოწყობა; სოფ. თხმელარში საძოვართან მისასვლელ გზაზე ხიდე-ბოგირის მოწყობა, სოფ. სამიქაოში მიქაძეების უბანში 2 (ორი) და ქურდობაძეების უბანში 1 (ერთი) ხიდე-ბოგირის მოწყობა, სოფ. ცილორში ორ ადგილას ხიდე-ბოგირების მოწყობა, სოფ. ძვ. აბაშაში საკორძახიოს უბანში და სოფლის ცენტრში ახალი ხიდე-ბოგირების მოწყობა, ხოლო საკუპრაში საძოვართან და საქოიავოს უბანში ძველი არსებული მილების ამოღება, გაწმენდა და თავიდან ჩადება, სოფ. სეფიეთში საღვანიოს უბანში მილხიდის მოწყობისა და წყალსაწრეტი არხის გამაგრება, ქ. აბაშაში კაპანის უბანში და სოფ.ონტოფოში საჭაპანო ხიდების მოწყობა, ასევე ქ. აბაშაში კვათანისა დ ნოღოხაშის უბანში მილხიდების მოწყობა, ქ. აბაშაში რკინიგზის სადგური მიმდებარედ არსებული საპირფარეშოს მოწყობა, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსდება სოფელ მაცხოვრისკარში და სოფელ გეზათში საბავშო ბაღების მშენებლობა. 2.4. კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების გატანა, ქალაქის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების დაჭერა და მისი გადაყვანა თავშესაფარში, ქალაქ აბაშისა და სოფლის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; სკვერებისა და პარკის სეზონური ყვავილებით გაფორმება, მრავალწლიანი წიწვოვანი ხეების დარგვა და მოვლა; 2.4.1. სკვერების, ფასადების, პარკების, საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის უკანა ტერიტორია, დ. კაჭარავას ქუჩაზე მდებარე სასაფლაო, აგრეთვე მოეწყობა ტროტუარები და დეკორატიული ღობეები ქალაქის ტერიტორიაზე, რაც გაალამაზებს ქალაქის იერსახეს და შექმნის სასიამოვნო გარემოს მოსახლეობისათვის; აგრეთვე დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური სკვერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, ასევე დაგეგმილია ცენტრალურ პარკში ძელსკამების მოსწყობა, ქ. აბაშაში ნოღოხაშის უბანში სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის სარემონტო სამუშაოები. 2.4.2. აბაშის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობა“, რომელიც ახორციელებს ქალაქის ტერიტორიის ყოველდღიურ დაგვა-დასუფთავებას, საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების ეზოების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლებას, ნაგავსაყრელზე ნაგვის კომპოსტირებას; ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის შემთხვევაში გზებისა და ტროტუარების ჭარბი თოვლისაგან გაწმენდას; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება არსებული გამწვანების მოვლა-პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება; ქ. აბაშის და სოფლის ტერიტორიების განათება, ქსელისა და სანათი წერტილების ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა; უნიფორმის შეძენა მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების მიზნით; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სადღესასწაულო დღეებში ქალაქის გაფორმება სხვადასხვა დეკორაციით; დაგეგმილია ქალაქის სკვერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, სუფთავდება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, უპატრონო და მიტოვებული საფლავები იწმინდება მწვანე საფარისაგან; ნებაყოფლობითი ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია საფლავების მოვლა; 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს ფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქიონირებისათვის საჭირო ხარჯები; 3.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდირდება ა(ა)იპ „აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ნორმალურ აღზრდას, მათ ჰარმონიულ განვითარებას და სკოლისათვის მომზადებას, ბავშვთა აზროვნებას, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, მათ ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას. მოზარდებში სხვისი აზრისა და საკითხებისადმი პატივისცემას და ჰიგიენური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას; სკოლისგარეშე საქმიანობაში ჩაბმულ მოსწავლეთა პიროვნების ინდივიდუალურ შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებას, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას, ხელოვნების საფუძვლების გაზიარებას, ეროვნული მემკვიდრეობის შესწავლას, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 18 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 700-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს კვებითი მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯს, აგრეთვე ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2. საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება პირველ და მეორე საჯარო სკოლაში მზაობის ჯგუფის მიმდინარე ხარჯები. 3.3 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაციის დაფინანსება (პროგრამული კოდი 0403) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების შესაბამისად (წინა წელს აღებული ვალდებულება) აგრეთვე დაგეგმილია ონტოფოს საბავშვო ბაღის შენობის სახურავის რემონტისა და სასმელი წყლის მომარაგების სამუშაოები. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ფინანსდება ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და სპორტული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; ასევე ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სკოლისგარეშე სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სპორტის ცალკეული სახეობების მიხედვით მოსწავლე-სპორტსმენების დაოსტატება, პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მომზადება, საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება. 4.1.1. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა(ა)იპ „აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი“-ს სუბსიდირება, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება, მასობრივი სპორტის განვითარება, სპორტული და სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება; ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სკოლისგარეშე სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სამედიცინო-დიაგნოსტიკური პროცესის ორგანიზება, სპორტის ცალკეული სახეობების (ცხენოსნობა, ჭადრაკი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მძლეოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, ძიუდო, კალათბურთი) მიხედვით მოსწავლე-სპორტსმენების დაოსტატება, პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მომზადების საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრების გუნდებისათვის რეზერვის მომზადება, თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვა; სპორტსმენების, ნაკრები გუნდების სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, ტურნირებში, პირველობებში, სპარტაკიადებში, სასწავლო-საწვრთნელი შეკრებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, მწვრთნელ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, სემინარებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობა; 4.1.2. ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი ზანა“ (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება დაფინანსება გრანტის სახით, რომლის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სკოლისგარეშე სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ფეხბურთის განვითრებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა და პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და დამკვიდრება; საფეხბურთო ჯგუფებისა და გუნდებისათვის პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების, მუნიციპალიტეტის და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების და წევრებისათვის თანამედროვე სასწავლო, საწვრთნელი პროცესის დანერგვა, მოსწავლე სპორტსმენების დაოსტატება, ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება; ცენტრის მოსწავლეთათვის მატერიალური-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზების აღჭურვა, კეთილმოწყობა, სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცესის ორგანიზება; 4.1.3. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 050104) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სპორტული სკოლის და ცენტრალური სტადიონის (ადმინისტარციული შენობის გადახურვა, ტრიბუნების რეკონსტრუქცია) კეთილმოწყობის სამუშაოები, აგრეთვე აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები; 4.2.1. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლა; 4.2.2.1. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „აბაშის ხელოვნების სკოლა“, სადაც მიმდინარეობს მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, სწავლის ხანგრძლივობაა 7 წელი; პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; მოსწავლეებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარების, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის; სკოლა ზრუნავს აღსაზრდელები აზიაროს ხელოვნების საფუძვლებს, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს; გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, დაეხმაროს მათ პროფესიული ორიენტაციის და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში; მოსწავლეები მონაწილეობენ შიდა სასკოლო, რეგიონულ და რესპუბლიკურ კონკურსებში. სკოლაში სწავლობს 180 მოსწავლე, სასწავლო წლის განმავლობაში მშობელთა შემონატანი შეადგენს 20,0 ათას ლარს, აღნიშნული თანხა მიმართულია პედაგოგთა ხელფასების დასაფინანსებლად; 4.2.2.2. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომლის მიზანია არსებული კულტურულ-შემოქმედებითი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შენარჩუნება, შემდგომი სრულყოფა, განვითარება, ზრუნვა ახალი საშემსრულებლო კოლექტივებისა და ბაზების შექმნისთვის; კულტურული ტრადიციების დაცვა, ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა, ქორეოგრაფიული, სასიმღერო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშების შეგროვება, შესწავლა, პოპულარიზაცია, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა; კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის კოორდინირება, ახალი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ხელოვნების სხვადასხვა დარგის, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების განვითრებისათვის ხელშეწყობა; კონკურსების, ფესტივალების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მისი საქმიანობის შესაბამისი სხვა სახის გამოფენა-გაყიდვების, საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარება, სხვადასხვა ჟანრის, ფორმის კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების სახალხო ზეიმების, დღესასწაულების გამართვა; თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა; სამუზეუმო საქმიანობის წარმართვა, აბაშელი პოეტების, მწერლების, მეცნიერების, ხელოვნების, საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების საქმიანობის წარმოჩენა-პოპულარიზაცია, იუბილეების, შემოქმედებითი საღამოების ორგანიზება; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ბიბლიოგრაფიული მომსახურების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საბიბლიოთეკო მომსახურების სწორი ორგანიზება; საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდების განახლება-შევსება ახალი ბეჭდური პროდუქციით, მათი სრულყოფილად ფორმირება ათწილადი კლასიფიკაციის მიხედვით, დაცვა, პოპულარიზაცია, სრულად და ეფექტურად გამოყენება; საკატალოგო, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული აპარატის საქმიანობის მეთოდური სამსახურის კოორდინაცია; საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით, მკითხველთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, ორი მუზეუმი და 7 სოფლის კლუბი, ასევე ერთი მთავარი ბიბლიოთეკა და 17 სასოფლო საბიბლიოთეკო განყოფილება. 4.2.3. ა(ა)იპ საინფორმაციო მაუწყებელი „აბაშის მაცნე“ (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდირდება საინფორმაციო მაუწყებელი „აბაშის მაცნე“, რომელიც გამოსცემს გაზეთს, მის დამატებებს, ეწევა სხვადსხვა სახის საგამომცემლო საქმიანობას, აგროვებს, გადაამუშავებს და ავრცელებს ინფორმაციას ლიტერატურის, ხელოვნების და საზოგადოებრივი დარგების შესახებ; უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში დაქვემდებარებულ ადმისნიტრაციულ ერთეულში ინფორმაციის მიწოდებას, სხვადასხვა უწყებებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებსა და მოსახლეობის ფართო მასებზე; თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ხელმისაწვდომი გახადოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ფართო მასებისთვის, გაავრცელოს და მოსახლეობამდე დაიყვანოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა, ასევე იურიდიული და ეკონომიკური ინფორმაციები, მეორე მხრივ მოქალაქეებს მისცეს უფლება და შესაძლებლობა გაზეთის საშუალებით გამოხატონ საკუთარი აზრი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ, შეიტანოს კონკრეტული წინადადებები მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეუწყოს ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების სრულყოფას, გამოაქვეყნოს თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტები, დადგენილებები და განკარგულებები, გააშუქოს საარჩევნო პროცესი და არსებული კანონმდებლობით მომსახურება გაუწიოს მოქალაქეებს, წარმოება-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, შეუძლია მოაწყოს ადგილობრივი რადიო-ტელე გადაცემები; 4.2.4. სხვა კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსების ხარჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, აგრეთვე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში სცენისა და ჯარგვალის მოწყობა. 4.3. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 0503) . ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მშენებლობა ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. 4.4. რელიგიური ძეგლების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ძეგლების მოვლა-პატრონობა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0600) აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 0601) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: განსაკუთრებით საშიში ინფექციების კერის ლიკვიდაცია, სასწრაფო შეტყობინებების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა აღმოცენების და გავრცელების შემცირება პრევენციული კონტროლის გზით, ეპიდსიტუაციის გამწვავების დროს სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებების, მასობრივი მოშხამვის, პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის და ხელშეწყობის მიზნით საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ინფორმირება არაგადამდებ დაავადებათა აღმოცენების, პრევენციის საკითხებზე, მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედი უნარ-ჩვევების პროპაგანდა; 5.2. მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურება და ამბულატორიების მშენებლობა (პროგრამული კოდი 0602) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისა და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ. ამ პროგრამით ისარგებლებენ აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები; დაფინანსება 200 ლარიდან 700 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით; დაფინანსება 701 ლარიდან 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა; 5.3. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0603) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.3.1. სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, შეჭირვებული მოსახლეობის უფასო კვება (პროგრამული კოდი 060301) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევა, მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტური პროგრამის ბენეფიცირების ყოველდღიურად ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა, პროგრამის განხორციელების მონიტორინგი-მართვა (სულ 50 ბენეფიციარი); 5.3.2. სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა და ქარიშხალი) შედეგად დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 060302) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა და ქარიშხალი) შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევა თითოეულზე 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (სულ 4 ბენეფიციარი); ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით განხორციელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები; 5.3.3. დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებზე დამხარება (პროგრამული კოდი 060303) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებზე ფულადი დახმარების გაწევა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება (თითოეულზე 300 ლარის ოდენობით, სულ 10 ბენეფიციარი); 5.3.4. მარჩენალდაკარგბულ ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060304) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მარჩენალდაკარგულ ბავშვებზე (ერთ-ერთი მშობელი) ერთდროული ფულადი დახმარების გაწევა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება (თითოეულზე 150 ლარის ოდენობით, სულ 150 ბენეფიციარი); 5.3.5. ომის ვეტერანების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060305) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ომის მონაწილე ვეტერანებზე ფულადი დახმარების გაწევა და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქება (სულ 192 ბენეფიციარი (მათ შორის: 6 ბენეფიციარი-300 ლარი (მეორე მსოფლიო ომის მონაწილე) სხვა დანარჩენი 188 ბენეფიციარი-150 ლარი); 5.3.6. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფის ხარჯები (ვეტერანთა სარიტუალო ხარჯი) (პროგრამული კოდი 060306) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შედეგად გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება (თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით, 10 ბენეფიციარი (დელეგირებული უფლებამოსილებით); 5.3.7. გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 060307) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: გარდაცვლილ დევნილთა ოჯახზე სარიტუალო ხარჯებისათვის დახმარების გაცემა 200 ლარის ოდენობით (20 ბენეფიციარი, დელეგირებული უფლებამოსილებით); 5.3.8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 060308) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახისათვის მატერიალური დახმარების გაწევა (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით, სულ 50 ბენეფიციარი); 5.3.9. ყრუ-მუნჯების და ჩერნობილელთა დახმარება (პროგრამული კოდი 060309) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ამ კატეგორიის ბენეფიციართათვის მატერიალური დახმარების გაწევა (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით, სულ 20 ბენეფიციარი); 5.3.10. დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 060310) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დიალიზის პროგრამით მოსარგებლეთათვის მატერიალური დახმარების გაწევა მგზავრობისათვის (თითოეულზე ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, სულ 9 ბენეფიციარი); 5.3.11. მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 060311) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეთა დახმარება (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით, სულ 170 ბენეფიციარი); 5.3.12. მესამე და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახისათვის დახმარება (პროგრამული კოდი 060312) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება 300 ლარის ოდენობით (სულ 53 ბენეფიციარი); 5.3.13. მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი 0-18 წლის ასაკამდე) დახმარება (პროგრამული კოდი 060313) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით, სულ 100 ბენეფიციარი; 5.3.14. 100 წლის და 100-ზე მეტი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060314) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 100 წელს მიღწეული მოქალაქის დახმარება (თითოეულზე 500 ლარის ოდენობით, სულ 1 ბენეფიციარი); |
თავი III
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები