„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 02/12/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 02/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016097
16
02/12/2016
ვებგვერდი, 02/12/2016
010240060.57.069.016097
„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №16

2016 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 4 დეკემბრის №11 ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“ (www.matsne.gov.ge, 010240060.57.069.016051, 4.12.2014) მე-6 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი საბოლოო ფასიდან გამოითვლება Z აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოგისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები და საწარმოს მოგება) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

   ,

 

სადაც ცვლადების აღნიშვნა შემოღებულია შემდეგნაირად:

Cbid – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 ლიტრ შესაბამისი მარკის საწვავზე (ლარში);

Rnov – აშშ დოლართან მიმართებით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული;

D – მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი შესაბამისი მარკის საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ3);

Pnov – PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) შესაბამისი მარკის საწვავის ერთი მეტრული ტონის კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში (შემდგომში – პლაცის ნიშნული);

Anov – კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვეში ერთ მეტრულ ტონა შესაბამისი მარკის საწვავზე აქციზის ოდენობა ლარებში.

Z და D სიდიდეები უცვლელია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადით.

2. მიმწოდებელი ყოველი მიმდინარე კალენდარული თვისათვის განსაზღვრავს 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ნომინალურ ღირებულებას (შემდგომში – ნომინალური ღირებულება – Cnom) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

 

   ,

 

სადაც: P და R წარმოადგენს ყოველი მიმდინარე თვის წინა კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეებს, A – მიმდინარე თვისთვის მოქმედ ერთ მეტრულ ტონა შესაბამისი მარკის საწვავზე აქციზის ოდენობას ლარებში, 18% – დღგ, ხოლო Z და D – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამარჯვებული სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ უცვლელ სიდიდეებს.

3. ნავთობპროდუქციის (საწვავის) ფასის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მისი ღირებულების საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე (P), აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე (R) ან/და ერთ მეტრულ ტონა საწვავზე აქციზის ოდენობაზე დამოკიდებულების გამო, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას ყოველთვიურად წარუდგინოს ნომინალურ ღირებულებაზე დაყრდნობით გამოთვლილი მიმდინარე თვის განმავლობაში მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი (მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასი – C1).“.

მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 2 დეკემბრიდან.

2. ბრძანების მოქმედება არ გავრცელდეს ნავთობპროდუქციის (საწვავის) 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების შედეგად წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე