დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 02/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016289 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი 06/01/2016წ. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.154.016252) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“ |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. |
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7 107.3 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
|
4.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 343.4 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“. |
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 642.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით ათას ლარებში
“. |
6.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
7.
მე-16 მუხლის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები“ |
8.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 4 520.1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)“ |
9.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტის სახელწოდებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 2 170.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) ა.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 661.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ა.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია 1 211.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05)“ |
10.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 753.6 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 05 00)“ |
11.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 28.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ).“ |
12.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა -268,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00)“ |
13.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტის სახელწოდებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა -206.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები - 148.1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02)“ |
14.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები