დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| მიღების თარიღი | 01/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ინფორმაცია
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის დეკემბრამდე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 3 1 განცხადება შემოვიდა. აქედან 30 მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 1 განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების 1 შემთ ხვევა დაფიქსირდა.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საკრებულოს აპარატის სპეციალისტის, მარიკა ზაქარაშვილის მიერ (ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ). გადაწყვეტილებათა რაოდენობა 31 , მათ შორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯი არ გაწეულა.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი არ ყოფილა .
შემაჯამებელი კომენტარი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცესების შეჯამება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების /ფაქტების კომენტირება:
2015 წლის ოქტომბრიდან შემდგომ პერიოდში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 31 განცხადება, რომელთაც პასუხი გაეცათ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი ზურაბ როსებაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები