„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 33122
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 25/11/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 25/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016391
  • Word
33122
25/11/2016
ვებგვერდი, 02/12/2016
000000000.00.00.016391
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №33122

2016 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1) 502 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 502. ინსპექტირების აქტი

1. საბაჟო დეკლარაციის ინსპექტირების აქტი ივსება დეკლარაციის შემოწმებისას კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შემთხვევაში და მასში აისახება ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ.

2. დეკლარაციის გაბათილების შემდგომ საქონლის ხელახალი დეკლარირების შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ივსება როგორც გაბათილებულ, ასევე ხელახლა წარდგენილ დეკლარაციაში.

3. ინსპექტირების აქტი ივსება „ ASYCUDA-ში“ ელექტრონულად.

4. ინსპექტირების აქტის შევსებისას აქტის ზედა ნაწილში ავტომატურად ჩნდება დეკლარაციის ძირითადი სეგმენტის მონაცემებით შევსებული ფანჯრები. ინსპექტირების აქტის დანარჩენი ფანჯრებიდან აუცილებლად უნდა შეივსოს ფანჯარა „ინფორმაცია“. კერძოდ, კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მასში უნდა აღიწეროს გამოვლენილი სამართალდარღვევა და შედეგი (ჯარიმის ოდენობა, დაჯარიმების დოკუმენტის (ოქმის ან ბრძანების) ნომერი და თარიღი), ხოლო საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შემთხვევაში – ინფორმაცია კორექტირების შედეგის თაობაზე. დეკლარაციის გაბათილების შემდგომ საქონლის ხელახალი დეკლარირებისას ამავე ფანჯარაში უნდა მიეთითოს გაბათილებული დეკლარაციის რეგისტრაციის C ნომერი.

5. საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირების შემთხვევაში შევსებული ინსპექტირების აქტი ამოიბეჭდება და წარედგინება დეკლარანტს, რომელიც კორექტირების აქტზე აფიქსირებს პოზიციას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი               გ. თაბუაშვილი