,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.105.016271
26
30/11/2016
ვებგვერდი, 02/12/2016
190020020.35.105.016271
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2016 წლის 30 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.105.016198) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ,

1. დადგენილების დანართის მე-3 თავის მე-13 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება კონკრეტულად:

ა) 200.0 ათასი ლარით შემცირდეს ბიუჯეტის /05 01 04/ კოდით გათვალისწინებული ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული თანხა და განისაზღვროს  იგი 383.9 ათასი  ლარით, ნაცვლად 583.9 ათასი ლარისა;

ბ) 200.0 ათასი ლარით გადიდდეს ბიუჯეტის /05 01 03/ კოდით ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული თანხა და განისაზღვროს იგი 391.1 ათასი ლარით, ნაცვლად 191.1 ათასი ლარისა.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 30 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა