„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016912
298
01/12/2016
ვებგვერდი, 01/12/2016
010240030.22.033.016912
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №298

2016 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III ნაწილი, 4.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში განსახილველად წარდგენის უზრუნველყოფა. საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, გამონაკლის შემთხვევებში, სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში  წარდგენა შესაძლოა უზრუნველყოს სხვა შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი