„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/10/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 125, 30/10/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002
  • Word
536
27/10/2003
სსმ, 125, 30/10/2003
010.240.030.05.002.002
„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №536

2003 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების XI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

XI. სამინისტროს სისტემაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ნუსხა

სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

თევზის მეურნეობის დეპარტამენტი „საქთევზი”

მინერალური და მტკნარი წყლების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი „საქმინხილწყალი”

მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტი

სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექცია

თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია

მელიორაციის ინსპექცია

კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური

სელექციური მიღწევის გამოცდისა და დაცვის კომისია

მცენარეთა დაცვის სამსახური

აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური

სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ქვეყნის შიგნით ზამთრის საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების რაზმი

აჭარის საძოვრების ადმინისტრაცია

მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრი „აბრეშუმის სახლი“

აგროსაინჟინრო სამსახური”.

2. საქართველოს ფინანთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განახორციელოს აგროსაინჟინრო სამსახურის დაფინანსება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (დ. კირვალიძე) უზრუნველყოს „საქტექზედამხედველობის ინსპექციის მთავარი სამმართველოს”, „სასოფლო-სამეურნეო მანქანათა საგამოცდო სადგურის” და “მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს” ერთ „აგროსაინჟინრო სამსახურად” გაერთიანებასთან და „საქართველოს ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის ცენტრის” „სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან” შეერთებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ე. შევარდნაძე