„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016216
91
30/11/2016
ვებგვერდი, 02/12/2016
300300000.22.025.016216
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №91

2016 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში (სსმ, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბაზრის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „წ) საექსპორტოდ ნებადართული მოცულობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული წლიური ბალანსით გათვალისწინებული ექსპორტის ჯამური მოცულობა ყოველი საანგარიშო პერიოდისთვის:

წ.ა) შემცირებული ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ბ“ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობით;

წ.ბ) შემცირებული მეზობელ ქვეყანასთან სინქრონული პარალელური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო საექსპორტო მოცულობით, რომელიც ყოველი თვისათვის დგინდება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მგვტ-ებში „ATC”-ს ან/და „CAA”-ს განაწილებამდე. საექსპორტოდ ნებადართულ მოცულობას არ წარმოადგენს ამ წესების 1412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ა“ და „ბ“ პრიორიტეტულობის ჯგუფს მიკუთვნებული საექსპორტო ელექტროენერგია;

წ.გ) გაზრდილი ამ წესების 1412 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში მყოფი განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგურის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის) მიერ, გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ მოცულობით, რომლის ექსპორტიც მოთხოვნილია ამ წესების 1415 მუხლის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ახალი ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და შესაბამის პირს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში მოცემული პერიოდისა და მოცულობისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე