„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 03/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016322
27
30/11/2016
ვებგვერდი, 02/12/2016
010250000.35.114.016322
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2016 წლის 30 ნოემბერი

დაბა ჩოხატაური

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს №24 დადგენილებაში, (www.matsne.gov.ge, 08/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016319) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:


მუხლი 1
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად“.

მუხლი 3
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა დანართი №2-ის შესაბამისად“.

მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).
მუხლი 5
დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე



დანართი №1

 

ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით  გამოქვეყნების  წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ,,ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით  გამოქვეყნების  წესი“ (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ორგანოების  საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.
3. ამ დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს  კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით  გამოქვეყნების ვალდებულებისგან.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების ფორმა და წესი
.
1. მუნიციპალიტეტის  ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება პროაქტიულად და ბეჭდური სახით  ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ორგანოებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით  იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
4. თუ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ აღემატება 2 ლარს, ინფორმაციის მომთხოვნი თავისუფლდება ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან.
5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მიერ წინასწარ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების ადგილი
.
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ დადგენილების დანართი №2-ით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით  გამოქვეყნებას.
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოების  ვებგვერდსა და მათ მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით.
3. ბეჭდური სახით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის  ორგანოების  შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას, ასევე, მუნიციპალიტეტის დასახლებებში  ბეჭდური  ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო სტენდების გამოყენებით.
4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდის გამართულად ფუნქციონირებაზე და ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის  წარმომადგენელი.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების  შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო სტენდებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების სტანდარტი
.
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად ან/და ბეჭდური სახით გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ტექნიკური, პროგრამული და სხვა საჭიროებების შესახებ გეგმის შემუშავება.