დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 670 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016591 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016531) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი №55);“. 2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული №55 დანართის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები“; ბ) ნორმები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) შენიშვნის პრეამბულა ამოღებულ იქნეს; დ) შენიშვნის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხარჯები ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენა, ასევე ყოველკვარტალურად დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარდგენა. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება წინასწარ, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა. 2. განთავსების ხარჯები ა) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი, ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების, ასევე ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარდგენა ყოველკვარტალურად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება წინასწარ, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.“; ე) შენიშვნის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მგზავრობის ხარჯი წელიწადში ერთხელ კუთვნილი შვებულების მგზავრობის ხარჯებს (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად) პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცერს სამინისტრო აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ხოლო პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცრის მოთხოვნის საფუძველზე, მათი ოჯახის წევრებს – ასევე წელიწადში ერთხელ, ნებისმიერ დროს. 6. დამატებითი ხარჯი ა) დასაბუთებული მოთხოვნებისა და კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით დამატებითი თანხის გამოყოფა ხორციელდება: ა.ა) საოფისე ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, ასევე ატაშეზე ან/და მეკავშირე ოფიცერზე მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალებისათვის საბურავების შესაძენად; ა.ბ) საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში დამატებით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახდელების დადასტურება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით; გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს, ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად. 7. როტაცია ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცერს უნაზღაურდება შემდეგი სახის პირველადი მოწყობის ხარჯები: ა.ა) ბინის დაქირავებამდე გასაწევი ხარჯები (სასტუმრო და სხვა ხარჯები, არაუმეტეს 10 დღისა) – ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ა.ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული: ა.ბ.ა) მაკლერის და სხვა შესაბამისი ხარჯები, რომელიც ანაზღაურდება ხელშეკრულების დამადასტურებელი ორიგინალი, ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, ხოლო ანაზღაურების შემდგომ პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ვალდებული არიან, წარადგინონ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი); ა.ბ.ბ) ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია წარდგენილი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით; ბ) სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოფისე ინვენტარისა და სხვა შესაბამისი ხარჯი) ანაზღაურდება სამინისტროს მიერ წინასწარ, რომლის ანგარიშგებასაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის პოლიციის ატაშე ან/და მეკავშირე ოფიცერი ახორციელებს საჭირო შესყიდული საქონლის შეძენის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენით; გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად. 8. მივლინებული პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრისთვის, ასევე მათი ოჯახის თითოეული წევრისთვის მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯის ანაზღაურება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცერს, ასევე მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება: ა) როტაციის წესით, როგორც სამუშაო მივლინების, აგრეთვე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები); ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არაუმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არაუმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა.“; ვ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები: „9. თანხის დაბრუნება ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში როტაციის წესით მივლინებული პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში ვალდებულია, გამოწვევის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს ზედმეტად ჩარიცხული თანხის (ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ნორმები) დაბრუნება ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების გამოკლებით. თანხა დაბრუნებული უნდა იქნეს იმ ვალუტით, რომლითაც განხორციელდა ჩარიცხვა. ბ) როტაციის წესით მივლინებული პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცრის ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო), ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების (სამედიცინო დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა) ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის დაკისრებული ჯარიმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხა, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ ანაზღაურდება: 1000 ევროზე/აშშ დოლარზე მეტი ოდენობით – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო 1000 ევროზე/აშშ დოლარზე ნაკლები ოდენობით – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად. 10. წინასწარი ანაზღაურება ამ დანართით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინებისა და შენახვის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება წინასწარ, საქართველოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები