დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.038.016747 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 010320020.22.038.016560) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის:
1. მე-9 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამსახურებრივი მივლინებისას, სამივლინებო ჯგუფის უფროსი, გარდა მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილეებისა, ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მინისტრს წარუდგინოს სამსახურებრივი მივლინების თაობაზე ანგარიში მოხსენებითი ბარათის სახით.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მინისტრის ან მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ მოხსენებით ბარათს ადგენს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი.“;
გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებისა და პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურებრივი მივლინებისას, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათი, ნაცვლად მინისტრისა, ეგზავნება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს მინისტრს, ზეპირსიტყვიერად, მოახსენებს სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებისა და პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ წინა კვირაში განხორციელებული სამსახურებრივი მივლინების თაობაზე.“.
2. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
შ ე მ ო ვ ლ ი ს ფ უ რ ც ე ლ ი
მოსამსახურის სახელი, გვარი: ----------------------- დაკავებული თანამდებობა: -------------------------- გათავისუფლების თარიღი: ---------------------------
“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები