„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016215
24
28/11/2016
ვებგვერდი, 02/12/2016
010250050.35.120.016215
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2016 წლის 28 ნოემბერი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 17.07.2014. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016114) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ" ქვეპუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური;"

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნას, ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების  დაპროექტებისა  და  მშენებლობის კოორდინაციას; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას; მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია