დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭოს შექმნის შესახებ

  • Word
დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022628
  • Word
2465
21/11/2016
ვებგვერდი, 05/12/2016
000000000.00.003.022628
დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №24 65

2016 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის  ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალურ ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“  მმართველი საბჭოს შექმნის შესახებ

1. „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №836 განკარგულებით დამტკიცებული დანართის − „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლების მიერ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის პოზიციის“ (შემდგომ − განკარგულების დანართი) შესაბამისად, შეიქმნას დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალურ ცენტრი. ლევილის ქართული აკადემიის“ მმართველი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ზვიად გონაძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მმართველი საბჭოს თავმჯდომარე;

ლევან ხარატიშვილი − საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

ლია გიგაური − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

გიორგი კაკაურიძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ირმა ქავთარაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

გოჩა ჯავახიშვილი „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

ეკატერინე სისაური საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

ირენ ციციშვილი „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი ფრანგული მხრიდან, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერ ოჯახების წარმომადგენელი;

ტიერი ბერიშვილი „ლევილის შატოს“ მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი ფრანგული მხრიდან, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის სანოტარო აქტის ხელმომწერ ოჯახების წარმომადგენელი.

2. განკარგულების დანართით განს ზღვრული პირობების შესაბამისად, ეთხოვოთ საფრანგეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის დანარჩენ წარმომადგენლებს, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ მოწვეული წარმომადგენლობითი კრების ფარგლებში დაასახელონ მმართველი საბჭოს ორი წარმომადგენელი.

3. ეთხოვოს ლევილის მერს, ერიკ ბრევს, სურვილის შემთხვევაში, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, მმართველი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებათა გატარება 2017 წლის 1 იანვრიდან ლევილის მამულის მმართველობის გადმობარებისა და ამ მმართველობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით. 

5. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მხრიდან გაგრძელებულად ჩაითვალოს ლევილში 2016 წლის 23 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება ლევილის მამულის 2016 წლის 23 ნოემბრამდე დროებით მართვაში ასოციაცია „ქართული კერისთვის“ დატოვების შესახებ.

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                   გიორგი კვირიკაშვილი