დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2458 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022606 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2458
2016 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიეცეს უფლება, მთარგმნელობითი ცენტრის შეუფერხებელი საქმიანობისა და კვალიფიციური თარგმანების ხელშეწყობის მიზნით, არარეზიდენტ იურიდიულ პირთან „SDL Global Solutions LTD“-თან ხელშეკრულების გაფორმებისას არ გაითვალისწინოს „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები