საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2457
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022605
2457
18/11/2016
ვებგვერდი, 05/12/2016
000000000.00.003.022605
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2457

2016 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიეცეს წინასწარი თანხმობა, 25 (ოცდახუთი) ცალი საარქივო თაროს (CPV39100000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით სააგენტოს აპარატისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი: 35 01 04 01).

პრემიერ-მინისტრი                                                                                                                    გიორგი კვირიკაშვილი