დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2452 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022610 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2452
2016 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიეცეს თანხმობა, განახორციელოს 5 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების (CPV34110000) სახელმწიფო შესყიდვა.
2. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის − „პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ (პროგრამული კოდი: 27 01 03) სამინისტრომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს 5 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა 285 000 (ორას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები