შვეიცარიის კონფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის – „TCR Touring Car Racing SA“-ის ეგიდით 2017, 2018 და 2019 წლებში საქართველოში ძარიან სატრანსპორტო საშუალებათა რბოლების ჩატარების შესახებ

  • Word
შვეიცარიის კონფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის – „TCR Touring Car Racing SA“-ის ეგიდით 2017, 2018 და 2019 წლებში საქართველოში ძარიან სატრანსპორტო საშუალებათა რბოლების ჩატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022611
  • Word
2451
17/11/2016
ვებგვერდი, 05/12/2016
000000000.00.003.022611
შვეიცარიის კონფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის – „TCR Touring Car Racing SA“-ის ეგიდით 2017, 2018 და 2019 წლებში საქართველოში ძარიან სატრანსპორტო საშუალებათა რბოლების ჩატარების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2451

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

შვეიცარიის კონფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის – „TCR Touring Car Racing SA“-ის ეგიდით 2017, 2018 და 2019 წლებში საქართველოში ძარიან სატრანსპორტო საშუალებათა რბოლების ჩატარების შესახებ

1. საქართველოში საავტომობილო სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოწონებულ იქნეს შვეიცარიის კონფედერაციაში რეგისტრირებული იურიდიული პირის – „TCR Touring Car Racing SA“-ის წინადადება 2017, 2018 და 2019 წლებში საქართველოში ძარიან სატრანსპორტო საშუალებათა რბოლების (შემდგომში – ტურნირი) ჩატარების შესახებ.

2. ტურნირის ორგანიზატორად განისაზღვროს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ – სპორტული კლუბი „MIA FORCE“.

3. ტურნირის ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შემოსავლებიდან.

4. ტურნირის ჩატარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

5. ეთხოვოს ა(ა)იპ − საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას (ს/ნ: 206344972) ტურნირის ორგანიზებისა და ჩატარების ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი