სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022614
  • Word
2448
17/11/2016
ვებგვერდი, 05/12/2016
000000000.00.003.022614
სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2448

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. მიეცეს უფლება სენაკის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №964 განკარგულების საფუძველზე − 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ეკონომია და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1409 განკარგულების საფუძველზე − 121 000 (ას ოცდაერთი ათასი) ლარის ეკონომია, ჯამში − 148 000 (ას ორმოცდარვა ათასი) ლარის ეკონომია გამოიყენოს 2016 წლის 1 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგების შემდეგი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის:

ა) სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე (ტაბიძის ქუჩიდან ხორავას ქუჩამდე) არსებულ ღელეზე რკინაბეტონის ჯებირებისა და გადახურვის მოწყობა − 110 000 (ას ათი ათასი) ლარი;

ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქ სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე არსებული №63 სახლის მიმდებარედ რკინაბეტონის ჯებირების რეაბილიტაცია − 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

გ) სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძველი სენაკის საქანთარიოს უბანში ხიდ-ბოგირის აღდგენა − 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

დ) სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძველი სენაკის საქანთარიოს უბანში ხიდ-ბოგირის აღდგენა − 2 000 (ორი ათასი) ლარი;

ე) სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძველი სენაკის სადავითაიოს უბანში ხიდ-ბოგირის აღდგენა − 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;

ვ) სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძველი სენაკის სადავითაიოს უბანში ხიდ-ბოგირის აღდგენა − 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტს მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი