საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022616
2446
17/11/2016
ვებგვერდი, 05/12/2016
000000000.00.003.022616
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2446

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონალურ პროგრამას „სამართლებრივი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიაში“ შორის გასაფორმებელი „საგრანტო ხელშეკრულება GIZ-სა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის“.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების დაწყების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 18 ნოემბერი.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                            გიორგი კვირიკაშვილი