სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022620
  • Word
2442
17/11/2016
ვებგვერდი, 05/12/2016
000000000.00.003.022620
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2442

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. გორში, სტალინის გამზირის №11ა-ში მდებარე 1419 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (ს/კ: 66.45.25.312) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად , 1 (ერთი) ლარად , საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილს (პ/ნ : 59001073814).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) ფიზიკურ პირ ოლღა პავლიაშვილის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში ;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 4 (ოთხი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშზე 26 527.65 (ოცდაექვსი ათას ხუთას ოცდაშვიდი დოლარი და სამოცდახუთი ცენტი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) და 2 233.57 (ორი ათას ორას ოცდაცამეტი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადარიცხვა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იური დიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი