დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2441 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022604 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2441
2016 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ არსებული 10877.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.06.013.019) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (ს/კ 204429341).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ნაწილზე, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მიღებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი), მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) ერთდროულად არანაკლებ 500 (ხუთასი) სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო კომპლექსის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) საუნივერსიტეტო კორპუს(ებ)ს, საკონფერენციო დარბაზ(ებ)ს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას/ბიბლიოთეკებს, არანაკლებ 500 კვ.მ ფართის ღია ტიპის სპორტულ მოედანს/მოედნებს) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება, ასევე არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომ(ებ)ის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) გამწვანებასა და გარე განათებას);
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) საუნივერსიტეტო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე საგანმანათლებლო პროფილის შენარჩუნება.
3. ა(ა)იპ − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა − ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამ განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოსკ ანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებისგანხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები