დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022601 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2439
2016 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტის დასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტისდასაფინანსებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) მისაღები სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
● სესხის ოდენობა: 6 მილიონი ევრო;
● სესხის ხანგრძლივობა: 15 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3 წელი);
● საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი, 6-თვიანი Euribor+1%;
● სესხის ვალუტა: ევრო;
● ვალდებულების საკომისიო (Commitment fee): 0,5%;
● ადმინისტრირების გადასახდელი: გამოყოფილი ტრანშის 1% (გადახდილი იქნება სესხის თანხიდან).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები