დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016204 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №36
2016 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ქ. ბაკარაძე) 2016 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მ ფარფალია).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის შექმნის შესახებ“.
5. ამ დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან.
6. ეს დადგენილება, გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები