„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022599
  • Word
2437
17/11/2016
ვებგვერდი, 05/12/2016
000000000.00.003.022599
„მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2437

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №1930 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მესტიის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე სესხის სახით გამოუყოს 1 150 000 (ერთი მილიონ ას ორმოცდაათი ათასი) ლარი, შემდეგი პირობებით:

ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;

ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;

გ) სესხით სარგებლობის ვადად განისაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბერი;

დ) სესხის სრულად დაფარვამდე მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შესაბამისი წლის ბიუჯეტის და მასში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების ძირითადი პარამეტრების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება;

ე) მესტიის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს სესხის დაფარვის გრაფიკის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი