„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016704
203
28/11/2016
ვებგვერდი, 29/11/2016
040030000.22.027.016704
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №203

2016 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, 040030000.22.027.016574) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საფინანსო სამსახური;“.

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციაში (სამსახურში), სხვა თანამშრომლებთან ერთად, შედიან მთავარი იურისტი და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 მუხლები:

„მუხლი 101. საფინანსო სამსახური

საფინანსო სამსახური უზრუნველყოფს:

ა) მაცნეს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;

ბ) მაცნეს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;

გ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას;

დ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, ინვენტარიზაციის შედეგების დროულ განსაზღვრას და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას;

ე) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელებას;

ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას;

ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, მაცნეს ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში;

თ) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას;

ი) ბეჭდური სახით გამოცემული ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციის აღრიცხვას;

კ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;

ლ) საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას;

მ) მაცნეს ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას.“.

მუხლი 102. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები

მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები – სამსახურის უფროსები (საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი – ფინანსური მენეჯერი) უძღვებიან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და უშუალოდ ექვემდებარებიან თავმჯდომარეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი