დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016704 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, 040030000.22.027.016574) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საფინანსო სამსახური;“. 2. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციაში (სამსახურში), სხვა თანამშრომლებთან ერთად, შედიან მთავარი იურისტი და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 მუხლები: „მუხლი 101. საფინანსო სამსახური საფინანსო სამსახური უზრუნველყოფს: ა) მაცნეს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას; ბ) მაცნეს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას; გ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას; დ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, ინვენტარიზაციის შედეგების დროულ განსაზღვრას და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას; ე) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელებას; ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, მაცნეს ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში; თ) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას; ი) ბეჭდური სახით გამოცემული ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციის აღრიცხვას; კ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას; ლ) საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას; მ) მაცნეს ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას.“. მუხლი 102. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები – სამსახურის უფროსები (საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი – ფინანსური მენეჯერი) უძღვებიან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და უშუალოდ ექვემდებარებიან თავმჯდომარეს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები