„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივნისის №264 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივნისის №264 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 511
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/10/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 17/10/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002
  • Word
511
12/10/2003
სსმ, 120, 17/10/2003
010.340.000.05.002.002
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივნისის №264 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №511

2003 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №264 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს დამატებები „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის №264 (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III ნაწილი, 2003 წ., №58) ბრძანებულების მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბათიაშვილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თამაზ ნადარეიშვილს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ქართულ-ოსური საკითხების დარეგულირებაში ვახტანგ რჩეულიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ ყოლბაიას, საქართველოს პარლამენტის ცხინვალის რეგიონის პრობლემათა შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარეს ბადრი ხატიძეს მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის საქმიანობაში და შეყვანილ იქნენ კომიტეტის შემადგენლობაში.“.

ე. შევარდნაძე