სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ

სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2016
ძალაში შესვლის თარიღი 25/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019589
523
25/11/2016
ვებგვერდი, 28/11/2016
470230000.10.003.019589
სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №523

2016 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ1“, „ჩ1“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის  „კ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1.2.3.9 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ადგენს:

მუხლი 1
პაციენტ დ. კუხალაშვილისთვის (დაბ.  18/05/1985, პ/ნ: 62005023980)  საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სამედიცინო ტრანსპორტირება) დაფინანსება განხორციელდეს არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის პირობები განისაზღვროს შემდეგი სახით:

1. ვაუჩერის მიზნობრიობა − პაციენტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება (მათ შორის, სამედიცინო ტრანსპორტირება).

2. სამედიცინო ვაუჩერის ღირებულება − არაუმეტეს 75 000,00 (სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ   დოლარის ეკვივალენტი ლარი.

3. სამედიცინო ვაუჩერის ანაზღაურება ხორციელდება გაწეული/გასაწევი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ვაუჩერის ღირებულებისა. ვაუჩერის განაღდება ხორციელდება შესაბამის სამედიცინო ტრანსპორტირების განმახორციელებელ კომპანიასთან და/ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებასთან თანხის გადარიცხვის გზით.

 4. ვაუჩერის განაღდებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო. 

მუხლი 2
მოქალაქე ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. მოცემული პაციენტისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამედიცინო ვაუჩერის ღირებულების ზემოთ გაწეული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სამედიცინო ტრანსპორტირების) დაფინანსების საკითხი განიხილება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომი­სიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 3
ვაუჩერი დაფინანსდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 35 03 03 09). 
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 25 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი