დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 504 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 120, 17/10/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №504
2003 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო თანამდებობები:
მუხლი 5. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საქართველოს პრეზიდენტის საჯარო და საგანგებო გამოსვლების მომზადების საკითხებში;
დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში;
ე) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საბიუჯეტო და ფისკალურ საკითხებში;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნებათაშორისი ურთიერთობის საკითხებში;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო ურთიერთობების საკითხებში;
თ) სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე;
ი) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;
კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი;
ლ) ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი;
მ) სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი;
ნ) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
ო) სამსახურის უფროსი;
პ) მთავარი მრჩეველი, მთავარი კონსულტანტი;
ჟ) სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი.
მუხლი 6. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის სამდივნოს უფროსი;
გ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;
დ) სამსახურის, ბიუროს უფროსის მოადგილე;
ე) სამსახურში, ბიუროში შემავალი განყოფილების უფროსი.
მუხლი 7. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურში, ბიუროში შემავალი განყოფილების უფროსის მოადგილე;
ბ) კოორდინატორი;
გ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის სამდივნოს უფროსი;
დ) რეფერენტი;
ე) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ვ) სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსის თანაშემწე.“.
2. II თავის შემდეგ დაემატოს თავი II 1:
„თავი II1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო თანამდებობები:
მუხლი 71. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი;
ე) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო ინსპექციის უფროსი;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის უფროსი;
თ) საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი.
მუხლი 72.. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე;
დ) საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო ინსპექციის უფროსის მოადგილე;
ე) საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო ინსპექციის ინსპექტორი;
ვ) საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის უფროსის მოადგილე;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის განყოფილების უფროსი.
მუხლი 73 . უფროსი საჯარო თანამდებობა
სპეციალისტი.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები