დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე დავალიანების დაფარვისა და სს ,,აზოტის“ გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 503 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 115, 07/10/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №503
2003 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე დავალიანების დაფარვისა და სს „აზოტის“ გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ
სააქციო საზოგადოება „აზოტის“ სახელმწიფოს კუთვნილ აქციათა პაკეტის (90%) ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებისა და საქართველოს მომხმარებლების მიერ კომპანია „ITERA International Energy LLC“-საგან 1996-2000 წლებში მიწოდებული ბუნებრივი გაზის დავალიანების დაფარვის შესახებ კომპანია „იტერასა“ და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის დადებული შეთანხმების მოთხოვნებისა და იმის გათვალისწინებით, რომ სს „აზოტის“ შემდგომი განვითარებისა და ამ საწარმოში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნის მიზნით აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება,
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:
ა) კომპანია ,,ITERA International Energy LLC“-სადმი მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების დავალიანება შეადგენს 22.111.941 ლარს;
ბ) კომპანიამ ,,ITERA International Energy LLC“ უკვე მოახდინა სს „აზოტის“ წარმოებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები;
გ) 2003 წლის განვლილი 6 თვის განმავლობაში გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით გადარიცხულია 2.617.600 ლარი;
დ) 2003 წლის განვლილი 6 თვის განმავლობაში მოხერხდა სს „აზოტის“ მუშაკთა სახელფასო დავალიანების ნაწილის გასტუმრება;
ე) სს „აზოტში“ დასაქმებულია 3000-ზე მეტი კაცი, რაც რეგიონში ეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს;
ვ) კომპანია ,,ITERA International Energy LLC''-ის მიერ დაგეგმილია 2004 წლის მარტამდე 3.7 მლნ დოლარის ინვესტირება სს „აზოტის“ წარმოების მოდერნიზებაში, რამაც უნდა უზრუნველყოს წარმოების მოცულობის არსებითი ზრდა;
ზ) კომპანია ,,ITERA International Energy LLC'' მზად არის გადასცეს სს „აზოტს” მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე 22.111.941 ლარის ოდენობის დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლება;
თ) წინა წლებში დაგროვილი დავალიანების დაფარვის საკითხის მოუწესრიგებლობა აფერხებს ,,ITERA International Energy LLC''-ის მიერ სს „აზოტის“ რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელებას.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი) ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, ორ კვირაში განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებულის ჩათვლით) საქართველოს ბიუჯეტის წინაშე სს „აზოტის“ 22.111.941 ლარის ოდენობისა და მის წინაშე მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ამავე ოდენობის დავალიანებების ურთიერთდასაფარავად დადგენილი წესით.
3. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ა.ჯორბენაძემ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები