შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ

  • Word
შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/2032
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/11/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/2032
10/11/2016
ვებგვერდი, 28/11/2016
შპს „ბათუმის თამბაქოს კომბინატის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/2032

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2016 წლის 10 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

1. მეურვე − სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე, ლელა ხაციკიდუ.

2.  მოვალე − შპს ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის” დირექტორი ედუარდ ფუტკარაძე.

3. კრედიტორები − სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, შპს ,,ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ წარმომადგენელი ზეინაბ ჭელიძე, შპს ,,ამერიკან სტიმულის“ წარმომადგენელი თემურ ტაბატაძე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა :

 1. შპს − ,,ბათუმის თამბაქოს კომბინატის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეული იქნეს 2016 წლის 2 დეკემბერს 12:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

ა) გაკოტრების მმართველის არჩევა და გაკოტრების რეჟიმზე გადასვლის საკითხის განხილვა;

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კრების თავმჯდომარე   გენადი მაკარიძე

კრების მდივანი              ნოდარ გიორგიძე